COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows XP გამოდის ქართულად

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=102


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP გამოდის ქართულად

დღეს შაბათი დღეა, წესით IT სიახლეებს არ ველოდებით განსაკუთრებით ქართულს, მაგრამ მიუხედავად ამისა კომპანია UGT გვატყობინებს რომ დამთავრდა ოპერაციულ სისტემა Windows-ის გაქართულებაზე მუშაობა. თუმცა თავიდან საზოგადოებისთვის წარმოდგენილი იქნება პირველი ვერსია, რომელიც მიიღებს BETA-ს სტატუსს. მოკლედ ტექსირებების ახალი ნაკადი იწყება :-).  ამჯერად ვამოწმებთ რამდენად კარგად იქნება თარგმნილი ტერმინები, ხომ არ გამოიწვევს ეს ტერმინები ბირთვის არასტაბილურობას და რაც მთავარია რამდენად მისაღები იქნება ტერმინები ქართველი მომხმარებლებისთვის.

შარჟი ქართული WIndows XP-ს ლოგოტიპზე

ოფიციალური ბიულეტინი გვატყობინებს შემდეგს: ორშაბათს 15 მაისს წარმოდგენილი იქნება ქართულენოვანი Windows XP-ს პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოება პირველად იხილავს ქართულენოვან Windows XP-ს. პროექტის ფარგლებში გადაითარგმნა 2220 სიტყვა და 335 სიტყვისგან შემდგარი 35 ათასი ფრაზა.



წინასწარ ვიცი რომ ეს ოფიციალური ტექსტი გარკვეულ აურზაურს გამოიწვევს ამიტომ დაგიზუსტებთ მას. აქ ნაგულისხმევია რომ გადათარგმნილია 2220 დამოუკიდებელი ცალკე სიტყვად გამოყენებული ტერმინები, გარდა ამისა გადათარგმნილია 335 ათასი სიტყვა, რომლებიც სხვადასხვა წინადადებებში და ფრაზებში გამოიყენება. გარკვეულ გაუგებრობას იწვევს თვითონ ქართულენოვანი Windows XPს წარმოდგენა, რადგან ყველამ ვიცით რომ თავდაპირველად გამოვა ინგლისურენოვანო ვერსიის დამატებითი მოდული, ეგრეთწოდებული MUI რომელიც დაინსტალირებულ სისტემაზე დაყენდება და შეცვლის ინტერფეისს. შეიძლება მუშაობის პროცესში სხვა გადაწყვეტილება იყო მიღებული. ვნახოთ რა გამოვა.

Windows XP PRO

პრეზენტაცია პრესისთვის და ტელევიზიისთვის დაგეგმილია ორშაბათს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პრეზენტაციას აუცილებლად დავეწვევით და ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ. მანამდე კი, თუ თქვენ გაქვთ სურვილი დამატებითი კითხვები დაუსვათ UGT-ს წარმომადგენლობს შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვები აქ დასვათ კომენტარების მეშვეობით, ჩვენ შესაძლებლობისდაგვარად თქვენს კითხვებს გადავცემთ კომაპნიის წარმომადგენლებს და პასუხებსაც გაგაცნობთ.

კომაპნია UGT-ს ლოგოტიპი

საინტერესო იქნება რამდენად შეეგუება ქართულ ინტერფეისს ჩვენი მომხმარებლები, გასაგებია რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ინგლისურენვან ინტერფეისს ამოირჩევს, ნუ დაგვავიწყდება რომ ქართული ინტერფეისი ძირითადად განკუთვნილია ახალბედებისთვის, ასე რომ გთხოვთ ბევრგან წამოწეულ კრიტიკას და გამონათქვანს რომ თქვენ ამ ვერსიას არ გამოიყენებთ ადგილი არ ჰქონდეს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-05-2006, 15:41:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

BaaL
ხუმრობ არა? რა მაგარი ნათარგმნი, ის თხუთმეტი გვერდი რო ვნახე ტერმინებში, ისიც მეყოფა ერთი კვირა მაინც
15-05-2006, 17:29:30 | domen

YES! ვეღირსეთ როგორც იქნა და გადმოწერა როდის იქნება შესაძლებელი?
გილოცავთ ქართველებო!!!
13-05-2006, 21:24:21 | Giena_old

უი ახლა წავიკითხე რომ ვიღაც ნამეტანი გადაირია აქ დაგდებული სურატი რომ ნახე წარწერით ფანჯრები XP, კაცოუ მაგი ამ პოსტისთვის მე გავაკეთე რომ ცოტა სახუმარო ყოფილიყო და თან ხაზი გაესვა ქართულ ვერსიაზე :-) თუ სურათზე თაგუნიას დიდხანს გააჩერებთ დაინახავთ რა წარწერაც გამოვა, იმედია ყველაფერი გასაგები გახდება
13-05-2006, 20:59:50 |

ძალიან სერიოზული ნათარგმნია რას ერჩით???
13-05-2006, 20:44:45 |

ja_ja
კი, ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ასეთი უაზრობა უკვე ნამეტანია. როცა შენ, არასპეციალისტი თვითონ ხვდები უკეთეს ვარიანტს, ალბათ ისინიც ინდა მიხვდნენ, არა? თუ დააკვირდი, "მომხმარებლების თარგმანებში" უკეთესი თარგმანები ეწერა.
13-05-2006, 20:21:13 | domen

უბრალოდ ქართულად ეს ყველაფერი არ გვინახია და არ გვქონია აქამდე შეხება, ამიტომ ყურს და თვალს ასე ჭრის. ოდესღაც ქართულად თარგმნილ ფილმებსაც ზიზღით ვუყურებდი, მაგრამ ნელნელა მისაღები გახდა. ასევე იქნება ეს სისტემაც.
ჩვენთან უბრალოდ არავინარ მიაქცია ამ პრობლემას ყურადღება შორეული 1989 წლიდან, როდესაც პირველი გრაფიკული ოპერაციული სისტემები გამოდიოდა (ისე DOS-ის მიხედვაც არ იქნებოდა თავის დროზე ურიგო, შედეგად დღეს ქართულენოვან ფაილებთან შეიძლება პრობლემა არც კი ყოფილიყო). სამწუხარდ ლამის 15-18 წლის მერე იწყება ეს საქმე, მარა ჯობია გვიან ვიდრე არასდროსო.
13-05-2006, 20:13:18 |

მდა ნამეტანი აგრესიული კომენტარები გამოვიდა
ჰოოო. მოკლედ ვხსნი ახალ გამოკითხვას, საინტერესოა აზრი.
რაც შეეხება ქართულ ტერმინებს, ორიგინალი საიტი სადაც ყველა ტერმინი იყო მითითებული სწორედ იყო ხსენებული ოღონდ პატარა ცვლილებაა შესატანი, იმედია თქვენს მიაგენით მარა მაინც ვწერ:
Windows-ის ქართული ტერმინების გვერდი

მეპირადად ძალიან მომწონს ტერმინი ჩემი ქსელი, ჯეოსელის ადგილზე მივაწერინებდი გაგრძელებას და ფულსაც გადავიხდიდი
13-05-2006, 20:09:25 |

პრეზენტაციაზე დასწრეფა ყველასათვის არის დაშვებული თუ მოსაწვევებითაა?!

13-05-2006, 19:56:58 | Gandegili

რიჩარდ
ტერმოს მოცემულ ლინკზე ტერმინებში შედი და პირველი 15 გვერდი დაათვალიერე. რას იზამ, მწარე რეალობაა
13-05-2006, 19:34:42 | domen

კიდევ ჩაყლაპა სიტყვები. ხოდა იმას ვამბობდი: თუ სიმართლეა მე დღეს მივუვარდები და ავწევ ძირფესვიან მაიკროსოფტიანად. შეგაგინონ კაცს ის ჯობია ასეთი რამის კადრებას!
მესიზმრება ?!?!?!?!?!?!?!?!
13-05-2006, 19:31:13 | Reechard

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.