მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Adobe Photoshop-ი ქართულად (იმედია მალე იქნება)

მოკლედ დღეს ქართული პროგრამების დღე :-). დღეს ერთი ქართული HTML წიგნი შემოგთავაზეთ, ახლა კი გთავაზობთ კიდევ ერთ სიახლეს რომელიც თქვენთვის უკვე კარგად ცნობილმა ოთიკო სახელაშვილმა მოგვაწოდა, ალბათ გახსოვთ ეს პიროვნება გაქართულებული Skype-სა და Bitcommet-იდან, სხვათაშორის ამ ვერსიების ჩამოქაჩვა ახლაც შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან. მოკლედ ამჯერად ცნობილი გახდა რომ იგივე პიროვნება შეერკინა ცნობილ გრაფიკულ რედაქტორს Adobe Photoshop-ს.


 
ბევრისთვის სამწუხარო ინფორმაცია ის იქნება რომ ჯერჯერობით პაკეტი უფასო ჩამოქაჩვისთვის ხელმისაწვდომი არ არის, სავარაუდოდ იგეგმება მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებების გამართვა პაკეტის გაქართულების თაობაზე, რა შედეგს მიიღებთ ბატონი ოთიკო ჯერჯერობით უცნობია. იმედი ვიქონიოთ რომ ეს საქმე წარმატებით ჩაივლის. მანამდე კი გაქართულების ავტორი გვთავაზობს რამდენიმე ეკრანის სურათს რომელზეც ჩანს მისი ნამუშევრის შედეგები, მართალია ალაგ-ალაგ  ჩანს არაპროფესიონალის ხელი, მაგრამ მთავარია საქმე დაწყებულია და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ საქმეს სათავეში მხოლოდ ერთი კაცი უდგას.

არ დავასახელებ ერთი კომპანიის სახელს მაგრამ შეგახსენებთ რომ Windows-ის გაქართულებაზე 600-მდე სპეციალისტი და რამდენიმე ათასი მცოდნე მუშაობდა (პრესრელიზის მიხედვით). ამ საქმეს ლამის 18 თვე მოუნდნენ (და დრემდე დასრულებული არ არის), ამასობაში მეტი თუ არა თითქმის იგივე მოცულობის საქმეს ერთი პიროვნება მხოლოდ 2 თვეს ანდომებს. მოკლედ იმედია ეს პიროვნება ჩაფიქრებულს ბოლომდე მიიყვანს თვითონაც სარგებელს ნახავს და სხვასაც სარგებელს მოუტანს. მანამდე კი გთავაზობთ ოთიკო-ს მიერ გამოგზავნილ ეგრეთწოდებულ ”სკრინშოტებს”





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-10-2006, 16:20:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

მალე გააქართულეტ რა
24-11-2006, 00:32:47 | gio66

როდისთვი იქნება
24-11-2006, 00:21:33 | gio66

რაც შეეხება უნიკოდს ყველაფერი კარგადაა, ეგ პრობლემაც მოგვარებულია
27-10-2006, 12:58:00 |

მართლა ძაან კარგი იქნება(თუ უფასოდ მოგვაწვდი მაგ ბედნიერებას, ხო სართოდ გადასარევი იქნება), ერთი ეს მითხარი ოთიკო, ფოტოშოპს ცოტა არ იყოს პრობლემები არ ქონდა უნიკოდთან? ყოველ შემთხვევაში ქართულად ტექსტს ვერ დაწერდი და(უნიკოდს ვგულისხმობ და არა AcadNusx-ს).
26-10-2006, 12:06:29 | beka_sh

იმედია, უფასოდ მოგვაწვდით ამ ხილს უკვე ხელებს ვიფშვნეტავ. ძალიან დიდი მადლობა!
25-10-2006, 19:17:56 | lukatar

კაია მეც ვცდილობდი რაღაცეებს ვიცი რა წამებაა
25-10-2006, 19:05:38 | Giga

25-10-2006, 17:25:24 | domen

25-10-2006, 16:50:40 | merabi

ყველაფერი გამოსულია უკვე თითქმის დამთავრებულია, რაღაცეები დამრჩა შესასწორებელი და მზად იქნება. ოთიკო
25-10-2006, 13:07:41 |

ძაან მაგარია ნეტა გამოუვიდეს ეს საქმე
25-10-2006, 10:57:16 | TERMO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.