მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Sypex Dumper Lite v1.0.8a (გაქართულებული)

ეს არის ერთადერთი პატარა და ამასობაში სუპერ მუშა PHP ფაილი რომელსაც შეუძლია მთელი მონაცემთა ბაზის ასლის შექმნა რამდენიმე წამში ან პირიქით შეუძლია მონაცემთა ბაზის ასლის აღდგენა რამდენიმე წამში.  ბევრი ვინც მუშაობს მონაცემთა ბაზებთან ხშირად შეხვედრია ერთ დიდ პრობლემას, შეუძლებელია მონაცემთა ბაზის ატვირთვა სერვერზე, თუ იგი აღემატება ადმინისტარციის მიერ ნებადართულ ზომას. როგორც წესი ნებადართული არის 1 ან 2 მეგაბაიტი. ანუ აქედან გამოდის შემდეგი აზრი, თუ თქვენი საიტი მუშაობის პერიოდში აგროვებს ბაზას რომელიც აღემატება 2 მეგაბაიტს, ხოლო გარკვეული მიზეზების გამო გიწევთ მისი ასლის აღდგენა, ან ლოკალურ სერვერზე მოდიფიცირებული ბაზის აქაჩვა, მაშინ თქვენ მოგიწევთ ბაზის რამდენიმე ნაწილად დაჭრა და ისე აქაჩვა. მაგალითად PHP My Admin-ის მეშვეობით.

PHP My Admin-ი მუშაობს ნელა, და არ გვაძლევს ნებადართულზე მეტი მოცულობის ბაზის აქაჩვას, თან ბაზის სერვერიდან გადმოწერისას სევერი ნელა გვაწვდის მონაცემებს, ძირითადად ეს დაკავშირებულია ჩვენს ინტერნეტ სიჩქარეზე. გამოსავალი ერთია, მონაცემები შექმნას თვითონ სერვერმა, მაქსიმალურად შეკუმშოს და თვითონ სერვერზევე შეინახოს, შემდეგ მას ჩვენ მებისმიერი მეთოდით ჩამოვქაჩავთ. 

პლიუსები უკვე ჩანს, იმის მაგივრად რომ მონაცემები ნაწილ-ნაწილ გადმოგვეცემოდეს, და მუშაობის სისწრაფე დამოკიდებული იყოს ჩვენს ინტერნეტ კავშირზე, ჩვენ შეგვიძლია სერვერის მაქსიმალური წარმადობა გამოვიყენოთ და დროის ეკონომიის თვალსაზრისით სერვერზევე შევინახოთ ბაზის დამპი. იგივე ხდება აღდგენისას. მოკლედ ეს არის ერთადერთი ცნობილი მეთოდი რომელის სულ უფრო პოპულალური ხდება, ამ ვeრსიაში ასევე ჩამატებულია cხრილების კოდირების ავტომატური განსაზღვრა. თუ რაიმე მიზეზის გამო გიწევთ ცხრილების სხვადასხვა კოდირებაში შენახვა ეს ამ სკრიპტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მოკლედ სულით და გულით გირჩევთ, მგონი არ ინანებთ.

წარმოდგენილი სურათებიდან შეგიძლიათ ნახოთ რომ 7,16 მეგაბაიტიანი ბაზის Dump_ის შექმნა მოხდა სულ რაღაც 5-6 წამში, ხოლო იგივე მოცულობის ბაზის რეზერვული ასლის აღდგენა კი საერთოდ მოხდა 3-4 წამში. მგონი ასეთ შედეგებს PHP My Admin-ით ვერასდროს ვერ მიაღწევთ, თუ საკუთარ კომპიუტერზე არ დაიწყებთ ჩალიჩს :-).



ესეც ბაზის რეზერვული ასლის შემქმნელ აღმდგენი.

Sypex Dumper Lite v1.0.8a (გაქართულებული)  10.7 კილობაიტი

P.S. გაითვალისიწნეთ რომ პროგრამა ავტომატურად ქმნის  კიდევ ერთ დირექტორიას სახელად backup. იმის გამო რომ ზოგიერთ სერვერზე სკრიპტის მიერ შექმნილი საქაღალდის რედაქტირება და წაშლა შეუძებელია, გირჩევდით აღნიშნული სახლის დირექტორია, ანუ საქაღალდე, თქვენთვითონ შეგექმნათ იმ საქაღალდეში სადაც მოათავსებთ ფაილს Dumper.php, ანუ თქვენს მიერ შექმნილ საქაღალდეს ექნება თქვენი რედაქტორების უფლებები და მომავალში პრობლემები არ შეგექმნებათ. სკრიპტი კი თქვენს მიერ შექმნილ საქაღალდეს უპრობლემოდ გამოიყენებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-11-2006, 13:56:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

უმაგრესი რამეა, მართალია რაღაც პრობლემები შემექმნა აღდგენილ ბაზაზე მაგრამ ეს სერვერის ბრალია, საზიზღარი სერვერის. დიდი მადლობა :)
11-02-2009, 21:58:57 | beka_sh

ყველაფერი კარგი, მაგრმ ეს სერვერზე უნდა ავტვირთო თუ როგორაა ვერ გავიგე, იქნებ დაწეროთ რა.
07-11-2006, 10:54:23 | beka_sh

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.