მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
MacMice-ს წითელი მაუსი

ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც მწარმოებლები ცდილობენ მიიპყრონ მყიდველის ყურადღება არა ტექნიკური სიახლეებით, არამედ რაღაც გამორჩეული, უცხო ფერებით და დიზაინით. ასეთი შემთხვევაა კომპანია MacMice-ს თაგუნას ერთ-ერთი ახალი მოდელი Danger Mouse რომელიც გამოირჩევა საშინლად ასკეტური ფორმით, რომელიც სადღაც ისტორიის დასაწყისის გადმონაშს მოგვაგონებს, მაგრამ ამავე დროს გამოირჩევა საკმაოდ მკვეთრი წითელი ფერით, რომელიც ყველგან და ყოველთვის, თვალს მოგწყვიტავთ.

როგორც ცნობილი გახდა 3$ დოლარი თითო გაყიდული მანიპულატორის ღირებულებიდან, გადარიცხული იქნება კენიის სკოლების და ბავშვთა სახლების დასახმარებლად. ფერთან ერთად, თაგინას ასევე გამოარჩევს საკმაოდ სწრაფი სენსორი გარჩევადობით 1600 DPI. მწარმოებლების განცხადებით, ამ ერთობ უცნაურ ქმნილებასთან ერთად წარმოებაში ჩაუშვებენ ასეთივე "მყვირალა" ფერის MIDI კლავიატურას GarageKey, რომლის ფასიც შეადგენს 100$. ასე რომ როგორც თვითონ ტექნიკით დაინტერესებულ, ისე უბრალოდ ბავშვების დახმარების სურვილით შეპყრობილებს მოუწევთ ლოფინი მხოლოდ ამ თვის ბოლომდე - ზუსტად დეკემბრის დასაწყისში უკეთებს ანონსირებას მწარმოებელი ფირმა თავისი ახალი პროდუკტის წარმოებას. ისე მეეჭვება ვინმეს ჩვენთან რომელიმეს ყიდვის სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ...





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-11-2006, 02:51:00 | SiD
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 5


გამოხმაურება

ნუ ახლა ქართველებს მაგას ვერ აყიდინებ, იმიტომ რომ წითელი ფერისაა ლოლ
07-11-2006, 21:16:15 | Davidus

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.