მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ტექნიკური პრობლემები ჩვენს საიტზე

იდეაში საიტზე ტექნიკური პრობლემები არ არსებობს, არსებობს ტექნიკური პრობლემები საქართველოს კავშირგაბმულობის უპასუხისმგებლო მოქმედებასთან დაკავშირებით. კერძოდ ერთ მშვენიერ დღეს სატელეფონო კომპანიაში გადაწყვიტეს გაფრთხილების გარეშე გადაეჭრათ 1200 აბონენტისთვის სატელეფონო ხაზები. გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით რომ რამდენიმე აბონენს კავშირი ცუდი ჰქონდა. რა თქმა უნდა ცუდი კავშირი უნდა გასწორდეს, მაგრამ როგორც წესი ქართულ რეალობაში ეს ნიშნსვს მუშა აბონენტების გათიშვასაც :-)


ქართული რეალობა იმასაც ნიშნავს რომ ჯერ იყო მიღებული გადაწყვეტილება გადაჭრილიყო ხაზები, შემდეგ აღმოჩნდა რომ შესაბამისი ზომის ახალი კაბელი არ იყო საწყობში, რა თქმა უნდა იწყება კაბელის მოძიება, შემდეგ გაჭიმვა, ხელოსნების მიყვანა და კავშირის აღდგენა. ამ ყველაფერს კი როგროც ირკვევა მინიმუმ 7 დღე დასჭირდება, ისიც საუკეთესო შემთხვევაში რეალობაში კი ეს ნიშვას 10 ან 14 დღეს.


ზემოთხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერნეტ რესურსი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი შეფერხებით იმუშავებს. მობილური ინტერნეტი ძვირია და საკმაოდ ნელი, ასე რომ ჩვენს მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებას, ხოლო ჩვენი ასევთქვათ რეზერვული ინტერნეტ კავშირის წყარო საკმაოდ მოშორებულია ძირითად წერტილს. რა თქმა უნდა შევეცდებით სიტუაციის გაკონტროლებას, მაგრამ უახოესი 5-7 დღის განმავლობაში ინტენსიური განახლებები მოსალოდნელი არ არის. იმედია სიტუაცია მალე გამოსწორდება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 18-11-2006, 16:10:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ამ 5-7 დღის განმავლობაში საიტს მიხედავს ბებერი ვანუა, ანუ მე :-) შევეცდები არ იგრძნოთ შეფერხება.
18-11-2006, 21:14:03 | Power_VANO

ნეტა საიდან მეცნობა...
18-11-2006, 18:31:35 | domen

გვესმის, - საქართველოში ვცხოვრობთ.
18-11-2006, 18:21:02 | Frrrredo

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.