მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Vista და Office 2007 ოფიციალურად

დღეს კომპანია MIcrosoft-მა ოფიციალურად წარუდგინა საზოგადოებას ახალი ოპერაციული სისტემა და ახალი საოფისე პაკეტი. მართალია გამოცხადება შეიძლება ითქვას გუშინდელიდან დაიწყო, მაგრამ დროის სარტყლის მიხედვით ჩვენთან მიახლოებით ახალა უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლობა ცოტა არ იყოს პასიურობს.

მიუხედავად ამისა ქართულ საზოგადოებას ახალი ოპერაციული სისტემით და ახალი საოფისე პაკეთით ვერ გავაკვირვებთ, ქსელში უკვე გაპარულია ეგრეთწოდებული Bill Gates ვერსია, ანუ ვერსია რომლის ნომერით თვით ბიძია ბილმა დაასახელა. ქსელში გაიპარა ყველაზე ძვირადღირებული Ultimate ვერსია. გასაგებია რომ სტარტერ ევერსიას არავინ მოიპარავდა. მაგრამ გაპარულ ვერსიას აქვს ერთი დიდი მინუსი მას აქტივაცია სჭირდება. აქტივაცია კი ჯერჯერობით ორი მეთოდით შეიძლება ან ბეტა ვერსიის ან RC ვერსიის ფაილების გადაწერით და შემდეგ ოფიციალური საიტის მეშვეობით მიღებული ნომრით. სამწუხაროდ ასეთი აქტივაცია მხოლოდ 30-45 დღე იმოქმედებს, რადგან Microsoft-ი აცხადებს რომ მისთვის ქსელში პროდუქტის გაპარვის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, ყველა წყაროს აღმოჩენა გაუქმებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და რაც მთავარია, ცნობილია ყველა სერიული ნომერი რომლითაც ხდება ოპერაციული სისტემის აქტივაცია.

იგივე Microsoft-ის სიტყვებით აქტივაცია იანვრიდან აღარ იმოქმედებს, ხოლო სისტემაში ინტეგრირებული დაცვის მექანიზმები ამის შესახებ მომხმარებლებს შეატრყობინებს, რის შემდეგაც სისტემა შეკვეცილ რეჟიმში იმოქმედებს, კერძოდ არ ექნება ფლეშ ბარათების მეხსიერებად გამოყენების შესაძლებლობა (ეს ახალი ტექნოლოგიაა როდესაც ფლეშ მეხსიერება ოპერატიულ მეხსიერებად გამოიყენება), გაითიშება გრაფიკული გარსი AERO, მის გარეშე კი სისტემა შედარებით ნელა იმუშავებს, გარდა ამისა ოფიციალურ საიტზე ჩამოთვლილია 50-მდე ტექნოლოგიური შეკვეცა. იდეაში თუ ყველა მართლა გაითიშა სისტემისგან ალბათ დარჩება რაღაც Windows 95-ის ექვივალენტი :-).


რა თქმა უნდა ჩვენ ყველას იმედი გვაქვს რომ შავ დღემდე რეალურად მუშა აქტივაციის მეთოდი გამოჩნდება. ასე თუ ისე ამასობაში კომპანია მთელი ზარ ზეიმით აღნიშნავს ახალი ოეპრაციული სისტემის გამოსვლას, შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა სიდნეიში, ტოკიოში, პეკინში, ლონდონში, მიუნხენში, პარიჟში, და ნიუ-იორკში. სხვათაშორის ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად ხდება როდესაც ერთდროულად გამოდის ახალი ოპერაციული სისტემა და საოფისე პაკეტი, ბოლოს ასეთი დამთხვევა მოხდა 1995 წელს, იმედია ოპერაციული სისტემის სახელი არ უნდა შეგახსენოთ.

დღეიდან ოფიციალურად დაიწყება OEM მწარმოებლების კომპიუტერების გაყიდვა წინასწარ ინსტალირებული Windows VIsta-თი, ხოლო სავალო ვაჭრობაში ეგრეთწოდებული BOX ვერსიები გამოვა 30 დღის შემდეგ, 2007 წლის ანუ 1 იანვარს. აი ხალხი ჩვენთან ამ დროს ყველაფერი კვდება 2 კვირით ესენი კი მუშაობას იწყებენ. მოკლედ მანამდე ახალ ოპერაციულ სისტემას გემოს გაუსინჯავენ და საჭირო დრაივერებს და პროგრამებს ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები გამოუშვებენ. სხვათაშორის დღეისათვის მოპარული სისტემა ვინც დააყენა ბევრი სწორედ დრაივერების პრობლემას წააწყდა. საქმე იმაშია რომ ახალ სისტემაში თავიდან ბოლომდე გადაწერილი დრაივერების სისტემა, ასე რომ ძირითადში ძველი სისტემის დრაივერები ახალ ოპერაციულ სისტემაზე არ მიდის. ცნობილი nVidia 8800-აც კი დღეს იძულებულია ძველი დრაივერების სისტემით დაკმაყოფილდეს, DirectX 10,0-სთვის საჭირო დრაივერებს რომელიც Windows VISTA-სთვის არის საჭირო ახლა მზადდება და სავარაუდოდ  1 იანვარს მზად იქნება, თუმცა ზოგიერთს ამაში ეჭვი ეპარება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-12-2006, 14:31:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

გამოდის, რომ 2008 წლიდან ყველა ვერსია 98, 2000, 2003 და იქსპ-ს დრაივერები ჩაიკეტება. აბა ამდენ გატეხილ თუ გაუტეხავ პროგებს რაღა ეშველება. ვეღარც აბდეითი და ვეღარც ინსტალაცია. თუ შეიძლება ადმინისტრაციის წარმომადგენელმა (ან სტატიის) გაგვცეს პასუხი. წინასწარ გიხდით მადლობას
06-08-2007, 21:11:25 | marikhi64

სადმე ხომ არ გდია ხალხო? მინდა დავახენო და ვერ ვპოულობ, რა ტქმა უნდა უფასო
13-12-2006, 00:09:53 | baxabuxa

უფსო ვერსია ხომ არ იციტ ვინმემ?
12-12-2006, 04:48:50 | baxabuxa

ვინმემ იქნებ მითხრათ ამის ფასი ვერსად ვერ გავიგე
02-12-2006, 18:32:43 | lukatar

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.