მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Vista-ს ოფიციალური ფასები

ვიცი რომ ბევრ ჩვენს მკითხველს აინტერესებს რა ეღირება ოფიციალური Windows Vista და რომელი ვერსია იდეაში რომელ Windows XP-ს შეცვლის. ამ საქმისთვის აქ პატარა ცხრილი შევადგინე რომელსაც ახლა გთავაზობთ.

MS Windows Vista-ს ვერსია
შეცვლის ძველ ვერსიას
x64 ვერსია
მიწოდების ფორმა
საცალო ფასი
Upgrade ვერსიის ფასი
Vista Starter XP Starter Edition - ზოგიერთი ქვეყნებისთვის მხოლოდ ახალი PC-ს შეძენისას - -
Vista Home Basic XP Home Edition + საცალო მიწოდება $199 $99.95
Vista Home Premium XP Media Center Edition + საცალო მიწოდება $239 $159
Vista Business XP Professional Edition + საცალო მიწოდება $299 $199
Vista Enterprise XP Professional Edition + მხოლოდ კორპორატიული ლიცენზიით - -
Vista Ultimate - + საცალო მიწოდება $399 $259

უბრალოდ ამ ცხრილში ყველაფერი ვერ ავსახეთ იმიტომ რომ გარკვეული ახალი ვერსიები ადრინდელ არცერთ ვერსიას არ შეესაბამება. ასე მაგალითად Windows VISTA Ultimate არ შეესაბამება არცერთ ადრინდელ ვერსიას, იგი წარმოადგენს Vista Home Premium და Vista Enterprise-ს ნაერთს, რომელიც შეიცავს აფსოლუტურად ყველა ვერსიას და აქვს ყველა ვერსიის შესაძლებლობა. სხვათაშორის ამიტომაც ღირს ყველაზე ძვირი და სწირედ ეს ვერსია იქნება შემტევებისთვის ყველაზე სანატრელი.

ასევე ამ ცხრილში შესული არ არის ყველა შეკვეცილი პაკეტი, მაგალითად ვიცით რომ ევროპისთვის გამოვა N ვერსია, რომელშიც ამოღებული იქნება მედია პლეერი. ევრო-კომისიამ ასეთი რამ მოითხოვა და მას მიიღებს, ასევე გამოვა Q ვერსია რომელიც საერთოდ უცნობია და მისი შეკვეცების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, იგულისხმება რომ ამ ვერსიაში არ იქნება MS Media Plaer, IE და Outlook Express-ი. ასე რომ საერთო ჯამში ყველა ვერსიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და საინტერესო არც იქნებოდა.

რაც შეეხება სისტემის ლოკალიზაციას, რამდენადაც ფაქტზე მოვსინჯეთ ახალ Windows-ს შეუძლია რეგიონალური პარამეტრების მიხედვით თქვენი ქვეყანა ამოიცნოს და გარკვეულ დროში შემოგთავაზებთ შესაბამისი ენის ინტერფეისის ინსტალირებას, ასეთი რამ MUI-ს სახით რუსულ ლოკალურ პარამეტრების დროს ყენდება, მაგრამ ქართული ლოკალიზაცია VISTA-ს კი არა XP-სთვის არ დამთავრდა. ჯერ, შარშან ამ დროს უნდა ყოფილიყო მზად პაკეტი, მაგრამ ბეტა (ალბათ უფრო მართებული იქნება Alpha 1) ვიხილეთ ამ ზაფხულს, ზაფხულის განმავლობაში უნდა გამოსულიყო BETA 2 და სექტემბერში კი საბოლოო, მაგრამ გავიდა სექტემბერი, ოქტომბერი მაგრამ არც BETA2 გვინახავს და არც საბოლოო ვერსია. შემდეგ ვითომ ნოემბრის დასაწყისში უკვე კომპილირდებოდა საბოლოო ვერსია, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ შესაბამისი გაქართულების გვერდი ცნობილი ქართული კომპანიის საიტზე საერთოდ გაქრა. ამჯერად რა ხდება ძნელი სათქმელია.

სამაგიეროდ ცნობილი გახდა რომ პირველი SP1 კოდური სახელით FIJI, გამოშვებული იქნება 2007 წლის ბოლოსთვის, ანუ სადღაც წლის თავზე. ბევრი თვლის რომ ეს იქნება ოპერაციული სისტემის სერიოზული განახლება, რადგან იგეგმება ბირთვის განახლება 6,1-მდე (დღევანდელ ვერსიაში გვაქვს 6,0). ასევე ცნობილია რომ მეორე განახლებების პაკეტს ანუ SP-ს დაერქმევა Windows Vista R2 Vienna მაგრამ მისი გამოსვლის თარიღის  ან ცვლილებების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-12-2006, 12:03:00 |
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 6


გამოხმაურება

lukatar
არა Upgrade-ში იგულისხმება ის რომ შენ გაქვს შეძენილი ლიცენზირებული Windows XP და მისი ნომრის წარდგენით შენ აცხადებ რომ გსულრს ახალი ვერსიის შეძენა შეღავათიანი ფასით, როგორც ძველ ერთგულ და წესიერ კლიენტს.

XP-ზე აბდეიტს რომელიღაცა ვერსია აკეთებს მაგრამ რაღაც ნიტო კამპოტი გამოდის, ასე რომ VISTA-ს თუ აყენებ იდეაშI ჯობია განიხილო ყოველთვის სუფთა ინსტალი, ანუ ძველი სისტემა ქებელდის (წაიქინძება) და ახალი სუფთა დაყენდება.
04-12-2006, 19:34:39 |

Upgrade ვერსია რომელია? XPს Upgrade იგულისხმება?
04-12-2006, 17:28:41 | lukatar

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.