Windows Vista-აქტივაცია ასწავლეს, მაგრამ....
როგორც ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის კომაპნია Microsoft-მა გამოუშვა ახლად ახალი ოპერაციული სისტემა Windows VISTA. დღეისათვის იგი დაგზავნილია კორპორატიული კლიენტებისთვის, ხოლო საცალო გაყიდვაში BOX ვერსიას ვიხილავთ 2007 წლის 30 იანვრიდან. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ქსელში უკვე გაიპარა არაერთი კორპორატიული ვერსია. პირველი იყო ULTIMATE ვერსია რომელსაც სახელი შეარქვეს BILL GATES. შემდეგ გამოჩნდა MSDN ვერსიაც. მაგრამ მთავარი პრობლემა დარჩა აქტივაცია. ხაკერული გზებით აქტივაცია პრაქტიკულად შეუძlებელი ხდება, ან თუ ხდება მხოლოდ მოკლე დროით. შეიძლება ითქვას დაცვა სრულყოფილად მუშაობდა დღემდე :-). საქმე იმაშია რომ აქამდე მოპარულ ვერსიას აქტივაციას უკეთებდნენ Relise Candidat 2-ის ფაილების ჩანაცვლებით და შემდგომი ოფიციალური აქტივაციით. სამწუხარო ის არის რომ ასეთ აქტივაციას ვადა რამდენიმე დღეში, ან კვირაში გასდის. მაგრამ აღმოჩნდა უფრო მოხერხებული მეთოდიც. რომელიც თვითონ კომპანია Microsoft-მა ჩააყოლა თავის პროდუქტს. მაშ ასე ახალ ოპერაციულ სისტემას აუცილებლად სჭირდება აქტივაცია ინტერნეტით. მაგრამ არსებობს კორპორატიული ქსელებიც, ზოგჯერ ასეთი ქსელებიდან მომხმარებლები გარე ინტერნეტში პირდაპირ ვერ გადიან, ამ შემთხვევისთვის მოფიქრებულია Key Management Service (KMS). ეს არის მოფიქრებული ადმინისტარტორებისთვის რომ მათ გაუმარტივდეთ ლიცენზიების მართვა კორპორატიულ ქსელში. იდეა დაიყვანება შემდეგზე, მთავარ სერვერზე ყენდება სპეციალური მოდული Volume Activation 2.0 რომელსაც აკითხავს კორპორატიული ქსელის კლიენტი, გადის აქტივაციას და არის ბედნიერი. მარჩა მხოლოდ ერთი საქმე, ლოკალური სერვერის აწყობა და აქტივაციის გავლა :-). ეგრეთწოდებულმა ხაკერებმა, თუმცა მათ ხაკერებს ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ სისტემა კი არ გატესეს ოფიციალურად გადაამისამართეს სხვა მისამართზე და აქტივაცია მოარჯულეს, მოამზადეს ლოკალური სერვერის იმიჯი, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება და ატარებს სახელს Windows Vista Local Activation Server – MelindaGates, მოკლედ ბილ გეიცის მეუღლეც კი ჩარიეს საქმეში :-). იდეა დაიყვანება შემდეგზე, ქაჩავთ ლოკალური სერვერის იმიჯს. აინსტალირებთ თქვენთან ვირტუალური კომპიუტერს VMWare ან მის მსუბუქ უფასო ვერსიას VMWare Player, უთითებთ იმიჯს და ლოკალური მისამართზე გადიხართ აქტივაციას. აქტივაციისთვის გამოიყენება VBS სკრიპტები. უარყოფითი ამ საქმეს ის აქვს რომ ასეთი სახით აქტივირდება მხოლოდ Vista Business და Vista Enterprise ვერსიები, ასე რომ საქართვლოში გავრცელებული ULTIMATE ვერსია არ გამოდგება, თუმცა ინსტალირებისას თუ ზემოთხსენებულ ვერსიებს გამოიყენებთ მაშინ ეს სავსებით შესაძებელია. არის კიდევ ერთი მინუსი, აქტივაცია ხელახლა მოთხოვნილი იქნება 180 დღის შედმეგ. ამ დროის დადგომის შესახებ სისტემა 30 დღით ადრე შეგახსენებთ და მოგთხოვთ რეაქტივაციას, რა თქმა უნდა რეაქტივაცია იგივე მეთოდით უნდა გააკეთოთ. დარჩა ბოლო ცუდი ინფორმაცია, ასეთი მეთოდით აქტივირებული სისტემა ვერ გაივლის WGA შემოწმებას. მოკლედ თუ თანახმა ხართ რომ WGA შემოწმება არ გჭირდებათ, არ არის თქვენთვის აბდეიტები საჭირო, ყოველ 180 დღეში ერთხელ გაივლით აქტივაციას და დააყენებთ მხოლოდ Vista Business და Vista Enterprise ვერსიებს, მაშინ მსურველებს დეტალების წაკითხვა შეუძლიათ ამ თემის გაგრძელებაში. მაშ ასე გადაწყვიტე ზემოთ ხსენებული მეთოდით აქტივაცია, კაი ბატონო. გატეხილი ტელეფონი რომ არ ვითამაშოთ შემოგთავაზებ ინსტრუქციებს და თვითონ ჩამოსაქაჩ ვერსიებს. სურვილის შემთხვევაში შეგიძიათ ჩამოქაჩოთ Vista Enterprise (ბმული მოცემულია ელ-ვირის ქსელებზე) MICROSOFT.WINDOWS.VISTA.ENTERPRISE.EDITION.X86.VOL-MSDN.iso 1.93 GB თვითონ ლოკალური აქტივაციის სერვერი (ბმული ისევ ელ-ვირის ქსელებზეა) Microsoft.Windows.Vista.Local.Activation.Server-MelindaGates.rar 1.53 GB ტორენტის ბმულები აქტივაციის სერვერზე: ქვემოთ მოცემულია ორი აქტივაციის მეთოდი რომელიც ამ დროისთვის არის გავრცელებული (ტექსტები ინგლისურ ენაზია, იმედია ასეთუი მარტივი ინსტრუქციები არ გაგიჭირდებათ)
ესეც ბოლოს დამატებითი ინსტრუქციები ერთერთი ინგლისურენოვანი საიტიდან. იმედია აქაც გაერკვევით. ბეჭდვითი ვერსია | 11-12-2006, 10:07:00 | |
|
ოეე რა მოწოდებებია :-) აქანე MS-ის საწინააღმდეგო პოსტამენტი კი არ დაგვიდგია :-)
მოკლედ ნუ პანიკიორობთ, იდეაში ვითოm ეგრე XP-სთვისაც არ შეიძlება აბდეიტების დათრევა თუ დარეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ ოფლაინ ვერსიის არაერთი აბდეიტის პაკეტი ვრცელდება. არაერთი გზა არსებობს MS-ის საიტიდან მოტყდეს საჭირო აბდეიტები. მოკლედ ნუ გეშინია ონლაინში თუ ვერ გაივლი აბდეიტებს, ოფლაინში ნაღდად შესძლებ მაგას და რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიას, მაგაში ვერ ვხედავ.
ისე მე თუ მკითხავ ონლაინ აბდეიტები გარკვეულ წილად საშიშიც არის და რაღაცით ფილმ "მე რობოტს" მახსენებს. არის იქ ერთი მომენტი როდესაც აბდეიტზე შეერტებული რობოტები ერთიან ბრძანებას იღებენ და ატრაკებენ :-) თუ გგონია რომ ნამეტანი გადავაჭარბე ფანტაზიებში გაიხსენე აბდეიტი kb905474 hotfix. ერთ დღეს დაყენდა ონლაინიდან და ყველა კომპმა ერთდროულად აქტივაცია მოინდომა, თუ არ გააქტიურებდი წარამარა ტვინს ბურღავდა.
ერთიუ შეხედვით უწყინარი რაღაცაა მარა რა იცი მომავალში რა გველის !!!