COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » NASA World Wind 1.4 RC3

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1288


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
NASA World Wind 1.4 RC3

განახლდა ერთერთი პროგრამა რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ჩვენი პლანეტა კოსმოსიდან დაათვალიეროთ. ამ ვერსიაში არის ჩამატებული მთვარე და მარსი, ასე რომ ასტრონავტებო სწორდით სმენა, ჩართეთ ტურბო კომპიუტერები, მოუკიდეთ ინტერნეტს ცეცხლი და წინ კოსმოსის ასათვისებლად :-)
ერთადერთი გულდასაწყვეტი ჩვენი ტერიტორიაა, ვერაფრით ვერ შევძელი თბილისის ხედების ახლოდან ნახვა :-) ან ძალიან საიდუმლო სახელმწოფო ვართ, ან NASA-ს არ ვაინტერესებთ :-)

ბევრისთვის პროექტი ნაცნობია, თითქმის იგივე გამოსახულებას ვიღებთ GOOGLE Earth-ის  მეშვეობით (თუმცა ამ პროექტშჳ ზოგიერთი ქართული და განსაკუთრებით კი თბილისი საკმაოდ კარგად ჩანს), ორივე პროგრამა ინტერნეტიდან ქაჩავს გადაღებულ სურათებს და საკმაოდ გემრიელად ჭამს თქვენს ინტერნეტ ტრაფიკს, ასე რომ თუ ინტერნეტი აწონილი გაქვთ ჯობია პლანეტა რეალურ ცხოვრებაში ნახოთ და არა ეკრანზე, ხოლო თუ თქვენთვის შეზღუდვები არ არსებობს, მაშინ დაქაჩეთ და ისიამოვნეთ.



დედამიწა კოსმოსიდან და მთვარე დედამიწიდან:

NASA World Wind 1.4 RC3
  22 მეგაბაიტი

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-01-2007, 10:46:00 |
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.