მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Internet Explorer 7 - ჩამოიქაჩა 100 მილიონმა მომხმარებელმა

ყველამ ვიცით რომ ერთერთი კომპანია უშვებს უფასო ინტერნეტ ბროუზერს სახელად Internet Explorer.  დღეისათვის საბოლოო ვერსიაა 7,0. საინტერესო კი ის არის რომ ეს ვერსია ჩამოქაჩას 100 მილიონმა მომხმარებელმა. მიუხედავად იმისა რომ ამ ბროუზერს ბევრი მოწინააღმდეგე ყავს და ერთერთი მთავარი კონკურენტი Fire-FOX-ი წარამარა აცხადებს თავისი ბროუზერის ჩამოქაჩვების საერთო ჯამს, Microsoft-ის ახალმა ბროუზერმა სულ რაღაც 2- თვეში ყველანაირი რეკორდი მოხსნა.

რეკორდის მოხსნაში რა თქმა უნდა არ ითვლება აურაცხელი ინტერნეტ რესურსები, რომლებიც მორჯულებულ ბროუზერს ავრცელებენ. მხოლოდ ჩვენი საიტიდან მორჯულებული ვერსია ადაიწერა 460 მომხმარებელმა, აქედან ბევრმა შემდეგ ეს რელიზი სხვა საიტებზე თავისი ნამუშევრის სახით გაავრცელა. საერთო ჯამში ასეთი არაერთი რელიზი ალბათ Microsoft-ს კიდევ რამდენიმე ასეულ მილიონ მომხმარებელს შესძენდა. საერთო ჯამში ფაქტი ფაქტად რჩება IE ამ პლანეტაზე ერთერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ბროუზერია.

თვითონ კომაპნია Microsoft-ის მესვეურები თვლიან რომ ეს არის საკმაოდ მოკრძალებული ციფრი. რადგან მე-7 ვერსიის მომხმარებლები ამჯერად მხოლოდ 25%-ია მთელი ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობიდან. დანარჩენი პროცენტული მაჩვენებელი ნაწილდება წინა ვერსიებზე და სხვა მწარმოებლების ბროუზერებზე. Microsoft-ში თვლიან რომ მომხმარებლების რაოდენობა უფრო გაიზრდება ლოკალიზირებული ვერსიების გამოშვებისას და რაც მთავარია Windows VISTA-ს გამოსვლასთათ ერთად. შეგახსენებთ ანონსი დანიშნულია 30 იანვარს, 29 იანვარს კი გამართება ვეებერთელა პრეზენტაცია, ხიზილალით, შამპანიურით, ფეირვერკით და უამრავი საჩუქრებით, თუმცა საქართველოში ხიზილალის ერთი მარცვალიც კი არ მოხდება იმ სუფრიდან :-).





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-01-2007, 09:02:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1.5


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.