მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 29

2007 წლის 22 იანვრიდან სავაჭრო ქსელში გამოვიდა ჩვენი ბეჭდვითი  ჟურნალი #29. ჟურნალი როგორც წესი სავსეა საინტერესო სტატიებით და თემებით. ვიცი რომ ამ ნომერს დიდხანს ელოდით და ვიოცით რომ უკვე წესად გვექცა დაგვიანება. გამოსწორებას ვაპირებთ და იმედია ყველაფერი გამოგვივა. მანამდე კი ჟურნალის შესახებ. ნომერს მოყვება Microsoft  Office 2007-ის საინსტალაციო დისკი. სამწუხაროდ მთელი ტირაჟი დისკით დაკომპლექტებული არ არის. დისკის დამზადება საკმაოდ დიდი სიამოვნება ჯდება. ამიტომ ტირაჟის მხოლოდ 25%-ს მოყვება კომპაქტ დისკი.  დისკიანი ვერიის შეძენის მსურველებმა ეძებეთ სრული პაკეტი დახლებზე და  ჯიხურებში. ვინც მიასწრებს იმ დისკიან ვერსიას მიიღებს :-). ვიცი რომ ბევრისთვის ახალი საოფისე პაკეტი დიდი არაფერია, მაგრამ ზოგიერთ გაუხარდება.

სამწუხაროდ დისკების დამზადებამ კარგად დახარჯა ბიუჯეტი, ამიტომ ამ ნომერში კონკურსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი აღარ დარჩა. კონკურსები განახლდება შემდეგი ნომრიდან. მანამდე კი თუ გაინტერესებთ შეძენამდე ნახოთ რა გელით ამ ნომერში დააჭირეთ საინტერესო ღილაკს ხელი და წაიკითხეთ სტატიების ანოტაციები.



ჟურნალში ნახავთ შემდეგ საინტერესო თემებს:

Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

DOS-ი იყო, DOS-ი არის, DOS-ი აღარ მოკვდება
უძველესი ოპერაციული სისტემა, ბევრს ეგონა სამუდამოდ მოკვდა, მაგრამ მისი უფასო ალტერნატივის საბოლოო რელიზი ნომრად #1 ერთი თვის წინ შედგა. სხვათაშორის დღეისათვის ბევრ ნოუთბუქს და სამაგიდო კომპიუტერს სწორედ ეს ოპერაციული სისტემა მოყვება. უფასო ოეპრაციული სისტემა კი გვაძლევს საშუალებას მსხვილი მწარმოებლის კომპიუტერები მაქსიმალურად იაფად შევიძინოთ.

ლინუს ტორვალდსი და მისი ოპერაციული სისტემა
ერთ დღეს უფასო ოპერაციულ სისტემას მოწყურებულმა ახალგაზრდამ ჩაიფიქრა თავისი უფასო სისტემა შეექმნა. სიმბოლოდ საყვარელი ცივი ქვეყნის ცხოველი აიღო და უფასო + ღია კოდის იდეით მთელი სამყარო დაავადმყოფა. როგორ იწყებოდა და როგორ გრძელდება დღეისათვის აქტუალური Linux-ის ისტორია.

ინტერნეტი სრული დატვირთვით
ინტერნეტის არხი შეზღუდული გვაქვს სასწრაფოდ საჭიროა მისი გაწმენდა. შენ გგონია შენთან ასეთ პრობლემას ადგილი არ აქვს? მოდი აბა შევამოწმოთ.

სისტემის ოპიმიზირება საკუთარი ხელით
სისტემის ოპტიმიზირება ბევრი სხვადასხვა პროგრამით შეიძება, მაგრამ ზოგიერთ პარამეტრს პროგრამისტები ყურადღებას არ აქცევენ, არადა ძაილან საჭირო და აუცილებელი ცვლილებების შეტანა შეიძება სისტემაში. სხვა რა დაგვრჩენია გავრხსენით რეესტრი და დავიწყოთ საქმიანობა.

HD READY – ნეტა რომელმა კონსულტანტმა იცის?
ახალი თაობის ტელევიზია და ტელევიზორები შემოდის, მაგრამ ბევრმა გამყიდველმაც კი არ იცის რას ყიდის. დროა საკთარი ცოდნა ახალ ტელევიზორებში და  ხარისხებში გავაღრმაოთ, თორემ შევიძენთ იმას რაც არ გვინდა.

სისტემის ჩქარი გამორთვა
არაერთი წერილი მოვიდა რედაქციაში თხოვნით: ”ჩემი კომპიუტერი ძალიან ნელა ითიშება, მასწავლეთ აჩქარების მეთოდი”, სწორედ ასეთ გაჭირვებაში მყოფ მომხმარებლებს ეძღვნებათ ეს სტატია, აღწერილია Windows-ის  ჩქარი გამორთვის ტექნოლოგია და მექანიზმები.

საკუთარი დინამიური საიტი
საიტი დღეს ყველას უნდა, თან სასურველია საიტი იყოს დინამიური და განახლებადი. სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია ახალი პროგრამის დაწერა, მაგრამ არსებობს უკვე დაწერილი და უფასო პაკეტები, მოდით ერთერთის მაგალითზე შევისწავლოთ მათი გამოყენება და გადაქართულება.

ლოკალური სერვერი LINUX-ში
რატომღაც ყველა თვლის რომ ლოკალური სერვერი შეიძება მხოლოდ Windows-ში არსებობდეს, ამასობაში სერვერისთვის სწორედაც რომ Linux-ია შექმნილი, მაშჳნ რატომ არ ვიყენებთ? მოკლედ დროა ეს თემაც შევისწავლოთ.

და კიდევ ერთხელ რეესტრში
რეესტრი უკიდეგანო სივრცეა სადაც ცვლილებების შეტანა უზომოთ და უსაზღვროთ შეგვიძლია, მოდით კიდევ ერთხელ შევიჭყითოთ საყვარელ ადგილზე და კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიტანოთ საყვარელ სისტემაში.

2006 წელს შემოპარული ტყუილი
2006 წელს მოხდა ერთერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ბევრმა მომხმარებელმა ვერც კი შეამჩნია. ცვლილება კი ეხება ინტერნეტის საიდუმლო ცვლილებას, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაგვიძვირდა, თუმცა ერთი შეხედვით ყველაფერი იგივე დარჩა, მაგრამ...

თან წერს თან აწერს და ახატავს
თბილისში გამოჩნდა კიდევ ერთი ჩამწერი DVD მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია არა მარტო დისკები ჩაწეროს, არამედ სურვილის შემთხვევაში შეუძლია დისკის ზედაპირზე ნახატებიც მოხატოს. ჩვენთან უკვე მესამე ჩამწერი შემოდის LightScrub ტექნოლოგიით, მაგრამ არცერთი მწარმოებელი დღემდე არ ფიქრობს შესაბამისი დისკების შემოტნაზე, ამიტომ გვიწევს ჩვეულებრივ დისკებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილის მოხატვა.

ახალი სისტემა და ბევრი ლეგენდა
30 იანვარს ახალი ოპერაციული სისტემა ოფიციალურად მოევლინება სამყაროს, მანამდე კი 29 იანვარს გაიხსნება შამპანიურის ბოთლები და იქნება დიდი ფეირვერკები, მოკლედ როგორც მიხვდი 2007 წლის პირველი თვის ბოლოს სამყაროს ოფიციალურად მოევლინება Windows VISTA. დროა განვიხილოთ როგორ მუშაობდნენ ამ ვერსიაზე, რა ვლილებები შევიდა და მართლაც რას გვთავაზობს ახალი სისტემა.

მხოლოდ ფაქტები
იცი ყველაზე მეტად რომელი ოპტიკური დისკი გაიყიდა 2005 წელს და 2006 წელს? იცი რომ 30 წელია HDD-ის სექტორების ზომა არ შეცვლილა, კომპანია HP იყენებს მეორად მასალას მაღალტექნოლოგიური სახარჯი მასალების წარმოებისას, მოკლედ მხოლოდ ფაქტები და მეტი არაფერი

ტიტანური შრომა
თამაშები ყოველთვის კარგია, მაგრამ ზოგიერთი ტიტანურ შრომას მოითხოვს, როგორც სათაურიდან ჩანს იმისათვის რომ ამ თამაშში ბოლომდე გახვიდე მინიმუმ საჭიროა ტიტანური ძალისხმევა და სისხლისღვრა, აი როგორ შეიძლება ცოცხალი ამ თამაშიდან გამოძრომა, ეს უკვე მეორე საქმეა.

ახალი დროების ძველი გმირი
დრო ახალია, მაგრამ DIABLO-ს წარსული და ჯედაის ორდენის გმირების შესაძლებლობები ამ თამაშის შემქმნელებს მოსვენებას არ აძლევდათ, შედეგად მივიღეთ შუასაუკუნოვანი თამაში, რომელშიც რკინის ხმლით დადის ჯედაის ხელოვნების მცოდნე გმირი, აი რა გამოდის ასეთი ურთიერთ შერწყმისგან ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის.

შემოგიტიათ ბაქტერიებმა? დააჭირეთ კლავიშებს ხელი!
ახალი მოვერცხლილი კლავიატურა, ანტიბაქტერიალური ზედაპირი და წყალბაუმტარი საფარველი. მოკელდ მოემზადეთ კლავიატურა მალე წყალქვეშა ნავი გახდება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-01-2007, 12:33:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

50 ლარს გადავიხდიდი
05-02-2007, 13:56:36 | datotabidze

საღოლ .. ძააან მაგარია და საიტიც მაგარია ..
02-02-2007, 15:32:17 | [BOS]-MORFIUS

არა რა 10 ლარი კაცო....

10კი არა 5 ლარიც ძაან ბევრია. 5 ლარი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი რუსული კომპიუტერული ჟურნალები ღირს რომლებიც ზომაშიც საკმაოდ დიდებია. 1 ლარი ჩემი აზრით ზაან კარგი ფასია კომპინფოსთვის მაგრამ თუ დისკსაც დაამატებთ და ისე გამოუშვებთ ხოლმე მაშინ 2 ლარიც შეიძლება ოღონ იმ დისკზე რამე ნორმალური უნდა ეწეროს და არა მაგალითად office 2007 მაგ პროგრამიან დისკს ცარელა დისკი ჯობია
01-02-2007, 19:04:29 | N1CK

არა, რა ფილმები კაცო...

ისე, რომ გაიჭირვოთ და ერთი ტირაჟი დაკომპლექტოთ, ახალ-ახალი სოფტვეას CD-ებით, ძალიან კარგი იქნება, ფასიც მოუმატეთ CD-იან ჟურნალებს, რა თქმა უნდა გაიყიდება და შემდეგისთვის და იმის შემდეგისთვის CD-ების გასამზადებელი ფულიც გექნებათ...

თუ ასე მარტივად არაა ყველაფერი? არ ვიცი...

მე მზად ვარ 10 ლარამდე გადავიხადო თქვენს ჟურნალში

იმდენი რამე მასწავლეთ, რომ რავიცი რა მოთვლის... ბევრი ისეთი სტატიაა, კაცმა ზეპირად უნდა იცოდე. როგორც მატემატიკის ფორმულებს ისე ვიყენებ ტყქვენს სტატიებს. :)

მიხარია, რომ კომპინფო გამოდის და ვკითხულობ. სმწუხაროა, დისკი რომ არ შემხვდა :(


P.S. ისე მაგსისქე რომ იყოს სინამდვილეშI, მაგ სურათზე რომაა უფრო კარგი იქნებოდა.. :)

01-02-2007, 18:11:31 | rcheula

კარგია ხალხო, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული ტირაჟით გამოუშვით დისკები. მაგრამ რა დავაშავედ იმათმა ვისაც არ გვერგო ეს დისკი? მე მგონი კარგი იქნება, თუ ამ ოფისს 2007 ს თქვენს საიტზე დადებთ, რომ ჩამოვტვირთოთ მაინც. და კიდევ, ეს 2007 ბეტა და რამე ხომ არ არის? ხო ბოლო ვერსიაა?
24-01-2007, 21:31:33 | pl27

office აკტივაციის ნომრებია
R27TF-HFGQY-H8CY7-DQ3PF-433Q8
KR3JF-RJ37M-GHPDG-P4K4T-T7WBJ
P63V2-JV27V-C6H97-BDG9Q-9F87W
24-01-2007, 00:18:05 | XALAX

....გაგრძელება

ასე რომ ვინც მიიღეთ დისკი შეგერგოთ

პ.პ.ს.
მემგონი იმდენი დავწერე რო რაც აქამდე კომენტარები არ მიწერია ამ ერთი კომენტარით ავანაზღაურე
24-01-2007, 00:14:43 | N1CK

აუ ეს რა მეღირსა როგორც იქნა log in მოვახერხე ამ საიტზე (მოკლედ ვინც აქამდე მომინაკლისა ვეტყვი რო ჩემი სიძარმაცის ბრალია, პაროლი დავკარგე და აღდგენაზე "აღარ ვიჩალიჩე ძაან დაკავებული ვიკავი" მაგიტომაა რომ ბოლო 2-3 თვეა კომენტარი არ დამიტოვებია)

ეხლა რაც შეეხებ დისკებს. ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა კომპინფოს ადმინისტრაციასთან. მე ესეთი იდეა მომივიდა თავში: კოველ ჟურნალზე რაიმე კომპიუტერული პროგრამის ნაცვლად ერთი კარგი ფილმი რო მოაყოლოთ ხოლმე ძაან მაგარი იქნება. ეს შესაძლებელია??????? თუ ძაან ვფანტაზიორობ?

პ.ს.
მე უდისკო ვერსია შემხვდა მაგრამ სულ არ დამწყვეტია გული დისკი რომ მქონოდა მაინც არ დავაყენებდი მაგ ოფისს. იმიტომ რომ უბრალოდ არ მჭირდება "ნავაროჩენი" ოფფისი რაც მაქ ისიც გადასარევად მუშაობს ასე რომ ვინც
23-01-2007, 23:48:31 | N1CK

ვიყიდე გუშინ და დისკიც შემხვდა
23-01-2007, 15:53:01 | giorgi_tester

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.