მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
იმოგზაურეთ კოსმოსში - Lashasoft Space Simulator

ამასწინათ შემოგთავაზეთ, უფროსწორედ შემოგვთავაზა საკუთარი პროდუქცია ბატონმა ლაშა პატარაიამ, იმედია ქართულ ტექსტურ რედაქტორს გემო გაუსინჯეთ, ახლა კი დრო მოვიდა კოსმოსში გავემგზავროთ. მოკლედ ავტორი გვთავაზობს მის ახალ პროგრამას სახელად: "მოგზაურობა კოსმოსში" იდეაში ეს არის რაღაც ეკრანის შემნახველის სიმულაცია მართვის ელემენტებით. მოკლედ ეკრანზე მიიღებთ ვარსკვლავებით გადაჭედილ შავ კოსმოსს (უფრო სწორედ შავ ფონზე თეთრ წერტილებს მიიღებთ). სიმულატორი მარტივია მაგრამ ზოგიერთს მოეწონება.

აი რას წერს ავტორი ტავის ნამუშევარზე:
ალბათ ბევრ თქვენგანს ბავშვობაში, ხშირად უოცნებია ემოგზაურა კოსმოსში. ბევრს ეს ოცნება ახლაც აქვს და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. ეს პროგრამა სწორად ამისთვის დავწერე. ყველას ვისაც კოსმონავტობა სურს. ან უბრალოდ ერთხელ მაინც გინდათ, რომ გაფრინდეთ და იმოგზაუროთ კოსმოსში, ეს პროგრამა აუცილებლად დაგემხარებათ. პროგრამა ახდენს კოსმოსური სივრცის სიმულაციას. მოძრაობენ ვარსკვლავები, პატარა კომეტები და თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მოძრაობის ტრაექტორია.



ესეც სიმულატორი:

იმოგზაურეთ კოსმოსში - Lashasoft Space Simulator  70 კილობაიტი
ვრცელდება  - უფასოდ
მწარმოებელი - LASHASOFT
მწარმეობლის ვებ-გვერდი - lashasoft.com
პროგრამის აღწერა - იმოგზაურეთ კოსმოსში - Lashasoft Space Simulator 
პროგრამის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ  - ამ ბმულზე დაჭერით

მართვის კლავიშები:
A = სიჩქარის მომატება.
Z = სიჩქარის დაკლება.
N = ტრიალი მარცხნივ.
M = ტრიალი მარჯვნივ.
მოძრაობისას მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევეა შესაძლებელია
კლავიატურის ისრების საშუალებით.

P.S. პროგრამა განეკუთვნება უმარტივეს კლასს, მაგრამ იდეაში ასეთი ენთუზიასტებით თუ არ დაიწყო საქმიანოა, მაშინ ქართული პროგრამული ბაზარი ყოველთვის ჩავარდნილი იქნება. ასე რომ ენთუზიაზმისა და შემართებისთვის ლაშას დიდი მადლობას ვიხდით და ნელნელა იმედია ვიხილავთ სულ უფრო და უფრო სერიოზულ ნამუშევრებს, იმედია მალე მთელი გარე სამყაროც მის პროდუქციას გამოიყენებს. მოკლედ ჩვენი რედაქცია მას წარმატებებს უსურვებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-03-2007, 00:38:00 | Lashasoft
   
ბმულები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 3


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.