მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
გაქართულებული Windows XP

როგორც ვიუწყებოდით კომპანია UGT-ს 15 მაისს ორშაბათს გამართა გაქართულებული Windows XP-ს პრეზენტაციას. პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო მერიოტში. გავიხსენოთ ოფიციალური ინფორმაცია, პროექტი ანონსირებული იყო 2005 წლის თებერვალში, მუშაობა დაიწყო 2005 წლის აპრილ მაისში, როგორც შეპირებულები იყვნენ მუშაობა ერთი წლის თავზე დასრულდა და დღეს ხელთ გვაქვს პირველი გაქართულების ბეტა პაკეტი.

Windows-ის გაქართულების პროექტი

პროექტის ფარგლებში გადათარგმნილია არაერთი ათასი სიტყვა, მიუხედავად ამისა არსებობს კიდევ არაერთი გამორჩენილი ტერმინი და ხარვეზი.

კომპანია UGT-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერთან ვინც აღმოაჩენს აღნიშნულ ხარვეზებს. ამისათვის მეორე ქართულ კომპანიაში IT-Knowkedge გუშინდლიდან (სამშაბათიდან) წარმოდგენილია რამდენიმე გამართული კომპიუტერი ქართული ინტერფეისით.



 ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიბრძანდეს კომპანიაში და უფასოდ გაეცნოს და გაატესტიროს აღნიშნული ვერსია. სხვათაშორის გაუჩერებლივ ლაპარაკს და კრიტიკას ჯობია მართლაც ჩაერთოთ საქმეში და აღმოაჩინოთ პრობლემები სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შესთავაზოთ ალტერნატიული ტერმინები, შეიძლება და მიღებული იქნას.

საბოლოოდ პაკეტი გავრცელდება LIP პროდუქტის სახით, ანუ შეიძლება მისი ინგლისურენოვან ვერსიაზე ინსტალირება, თუ არ მოგეწონებათ შეიძლება მისი დეინსტალირება. პროდუქტი უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება 2006 წლის 1 ივნისიდან კომპანია UGT-ს საიტზე, სრული ვერსია სავარაუდოდ გამოვა სექტემბერში და შესაძლებელი იქნება Microsoft-ის საიტიდან ჩამოქაჩვაც, ანუ გვეყოლება რეგიონალური გამავრცელებელი და კომპანია მწარმოებელიც.

დეტალურად კონფერენციაზე მომხდარი ამბები შეგიძლიათ ჩვენს სტატიებში ნახოთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-05-2006, 15:00:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 5
შეფასება: 1


გამოხმაურება

რავიცი, ადამიანს საერთოდაც რომ არ ჰქონდეს შეხება კომპიუტერტან, დინამიკს უფრო მიხვდება ვიდრე ხმამაღლამოლაპარაკეს. არ მეთანხმებით?
27-02-2008, 02:07:56 | di_onise

ვინდოუსის ტერმინებით, ვერ გამოვხატავ, უფრო მსგავსია skip-ის, ვაგრამ წააგავს "მალგაშვებასაც" (გინდაც "მალსახმობს" :-). უფრო კი შუალედურია ე. ი. არც გამოტოვეს და არც წესიერად აჩვენეს, ჩააფუჩეჩეს. როგორც თერმოს ეზარება რეცენზიის წერა, მაგრამ ვერც დაადანაშაულებ არაფერი დაგიწერიაო.
18-05-2006, 12:15:46 | Shako

მალსახმობს სწრაფმომხმობი ჯობია... თორემ გამოდის, რომ მალე ახმობს რაღაცას და ხალხს საშრობი ეგორება
18-05-2006, 08:02:56 | lukatar

ძალიან კარგია რომ აქართულებენ, ყველა ინგლისურის და რუსულის მცოდნე ხომ არ იქნება?
17-05-2006, 23:14:17 | Gandegili

ეეე... ჯერ რუსებმა ხომ კარგად გადათარგმნეს და ესენი რას იზამდნენ წარმომიდგენია...ალბათ QთჭEღEჭEღQჭღ იქნებ სავსე და იდიოტურა გადათარგმნილი ტერმინები...
17-05-2006, 18:58:36 | RIPPER_RUNA

Shako
მაიცა ახალ ახსენი რას ნიშნავს მაგიური სიტყვა ჩაარაგადეს
17-05-2006, 17:28:48 |

სასიამოვნო ფაქტია! სამწუხაროდ თქვენს კითხვებს ვერ მოვცხე თვალი ისე უცბათ ჩაარაგადეს!
17-05-2006, 16:53:02 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.