მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ცვლილება & პრობლემები ჩვენს საიტზე

ალბათ შეამჩნიეთ რომ ეს რამდენიმე კვირ5აა ჩვენი საიტი ნაკლები ინტენსივობით განიცდის განახლებას. ამ კეთილ საქმეში ხელს გვიწყობს ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორი, მაგალითად ინტერნეტ პროვაიდერი ცალკე ზრუნავს ამაზე, ჰოსტ პროვაიდერი თავის მხრივ არ გვაკლებს ზრუნვას. შედეგად ხან განახლება ვერ ხდება დროულად და ხან სერვერი საერთოდ გათიშულია.

დღეიდან ჩვენს ბედნიერებას კიდევ ერთი სიხარული დაემატა, გაგითიშეს ჩვენი FTP სერვერი. როგორც იცით ამ სერვერზე იდო ჩვენი ყველა ნამკურნალები პროგრამა და ჟურნალის სტატიებში განხილული პაკეტები, იგივე სერვერზე იყო ნაწილი სურათები, რომლებიც სიახლეებში გამოიყენებოდა, დღეიდან ეს ფაილებიც მიუწვდომელია (სხვათაშორის ამავე სერვერზე გვქონდა WOW-ისა და BC-ს პაჩები, პლიუს მოძველებული სერვერები ამ თამაშებისთვის). რა თქმა უნდა ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან გვიხარია, მაგრამ ნამეტანი არ მოგვწონს. სამწუხაროდ პრობლემა მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში არ მოგვარდება, ყველა ფაილი შენახულია და უახლოეს პერიოდში გადავალთ, ან სხვა ჰოსტზე (უბრალოდ დღევანდელ ჰოსტზე შეუძლებელია იგივე მოცულობის ფაილ-საწყობის შექმნა) ან სხვა უკეთეს გზას ვნახავთ (ამ ბოლო ინფორმაციას ჯერ ვერ მოგაწვდით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და განხილვა, სასიამოვნო ინფორმაციას ნამდვილად არ გამოგაპარებთ). მანამდე კი მოგვიწევს დღეისათვის არსებული სიტუაციით სარგებლობა.

მოკლედ, ამჯერად საიტი მუშაობს. და მისი გათიშვა არ იგეგმება, უბრალოდ ჩვენსა და ჰოსტ  პროვაიდერს შორის მომხდარი ცვლილების გამო მიუწვდომელია ჩვენი FTP სერვერი, ასევე დროებით ალბათ ისევ ექნება საიტის მუხრუჭობანას ადგილი. ამ საკითხზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გადავწყვიტავთ. მართალია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება ეს შეფერხებები და უსიამოვნებები, მაგრამ მთელი რედაქციის სახელით ყველა ჩვენს ვიზიტორს ბოდიშს ვუხდით და ვთხოვთ ცოტახანს კიდევ მოითბინონ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-03-2007, 16:01:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

თქვენ არ დაიდარდოთ თუ რამე აფრიკა თქვენთანააა . <I> ხალხნოოოო გახსოვდეთ აფრიკააააააააააააააა </I>
29-03-2007, 13:02:10 | afrikeli

OpenGL-ის დიადი სული გფარავდეთ OFFLINE-ს საშინელი დემონისგან!!!
26-03-2007, 19:34:35 | Delphiman

"მაგრამ 10 და 20 GB-ს შენ ვერ გაიღებ,"
ეგ მოცულობა პრობლემა არაა, მაგრამ გეთანხმები რომ სერვერი ლოკალზე ჯობია
24-03-2007, 17:54:45 | zura76

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!!!!!!!!!!!!!!
24-03-2007, 14:07:27 | bixi

გაუხმეს თავი მაქ ჰოსტერს რა ჟურნალს აპუჭებს

კომპინფოს ერთგული მკითხველი მოითმენს ჯიგრები ხართ ;)
23-03-2007, 15:47:17 | armena

ველას მადლობა, კეთილი სიტყვისთვის. რაც შეეხება zura76-ის შემოთავაზებას, მადლობთ მაგრამ 10 და 20 GB-ს შენ ვერ გაიღებ, თან გადავწყვიტეთ რომ ბარემ თუ გაკეთებაა მთლიანად მივხედოთ საქმეს, ჯერჯერობით კიდევ ორ პორტალთან ერთად დავდგავთ ერთ საერთო სერვერს, შემდეგ კი სავარაუდოდ საერთოდ ცალკე გამოვიყოფით. ჯერჯერობით ამაზე მიდის დიდი მუშაობა, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. მოკლედ მოთბინება და ....
23-03-2007, 10:59:03 |

მეც მიყვარს კომპინფო. ჟურნალის ყველა ნომერი მაქვს წაკითხული. ბევრი ვისწავლე თქვენგან და ვფიქრობ ჩემისთანა ბევრია კიდევ :) servage-ს ჰოსტი თუ გამოგადგებათ ჩემი თავი გენაცვალოთ. მზად ვარ ნებისმიერი მოცულობა გამოგიყოთ. გეკუთვნით და... :)
23-03-2007, 00:24:36 | zura76

თქვენს გვერდით გვიგულეთ!!!
რითიც შეგვეძლება, ხელს შეგიწყობთ!

მანამდე კი მეგონა, ყველა ბროუზერი ურევდა!
22-03-2007, 23:12:23 | Shako

მაგრა მიყვარს ეს საიტი
ჟურნალის ერთ ნომერსაც არ ვმაზავ
პირველად ვინდოუსი თქვენი წყალობით გადავაყენე
აგერ უკვე ჯამში 5 ჯერ ჩემი და ახლობლებისაც
ანუ პროგრამისტებმა უკვე 100 ლარი ზარალი ნახეს


მე მიყვარს კომპინფო
22-03-2007, 20:44:41 | ducha

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.