მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
UnDelete Plus v2.70

როგორც სახელიდან ხვდებით ეს უფასო პროგრამა არის წაშლილი ფაილების აღმდგენი. ოღონდ გაითვალისწინეთ 2 და 3 წლის წინ წაშლილი ფაილების აღდგენას ვერცერთი პროგრამა ვერ ახერხებს. საქმე იმაშია რომ წაშლილი ფაილი ფიზიკურად არ ნადგურდება. დროის ეკონომიის მიზნით მისი სახელის მხოლოდ პირველი ასო იშლება. სისტემა ასეთ ფაილს შემდეგში წაშლილად თვლის.

თუ ფაილი ახალი წაშლილია, შეიძება სისტემამ მის ადგილზე არაფერი არ ჩაწეროს, შესაბამისად ჩნდება მშვენიერი შანსი, მოიძებნოს ფაილის სახელი, მისი ჩაწერის ადგილები, ჩაენაცვლოს სათაურის წაშლილი პირველი ასო და ვუალია (როგორც ფრანგი ხაკერები იტყვიან ხოლმე) ფაილი ციფრული საიქიოდან დაბრუნდება. აი თუ სისტემამ, ან თქვენმა მოქმედებამ მოახერხა ფაილის ადგილზე რაიმის ჩაწერა, მაშინ მონაცემები სამუდამოდ იკარგება.

მოკლედ პროგრამა მუშაობს NTFS, NTFS5, FAT12, FAT16, FAT32 ფაილურ სისტემებთან, და თუ თქვენს მიერ წაშლილი ფაილი ზემოთხსენებულ თეორიაშჳ ჯდება, მაშჳნ მისი აღდგენის შანსი საკმაოდ მაღალია თუმცა 100%-იანი არ არის.



ესეც აღმდგენი:

UnDelete Plus v2.70  1,04 მეგაბაიტი
პროგრამა ვრცელდება უფასოდ



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-03-2007, 06:34:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.