OpenOffice.org v2.2.0 - Final
განახლდა ალტერნატიული საოფისე პროგრამა, ანუ კიდევ ერთხელ ვცდილობთ წავაქციოთ Microsoft Office :-). პაკეტი OpenOffice შეიცავს ტექსტურ რედაქტორს, ელექტრონული ცხრილების პროგრამას, პრეზენტაციების შესაქმნელ პაკეტს. ყველა პროგრამა თავსებადია ცნობილ MS Office-ს პაკეტებთან, ფაილების მიმოცვლა უმტკივნეულოდ ხორციელდება.

პაკეტში OpenOffice ასევე არის გრაფიკასთან და HTML თან სამუშაო პროგრამები, თუმცა ცოტა თავისებურია და მიჩვევაა საჭირო. პაკეტი მთლად პატარა არ გეგონოთ, ინსტალაციის შემდეგ გააჩნია რა კონფიგურაციას დააინსტალირებთ, მიიღებთ 89-დან 150 მეგაბაიტამდე პროგრამულ უზრუნველყოფას. პაკეტი მუშაობს სხვადასხვა პლატფორმებზე, არსებობს Windows-ის, Linux-ის და Solaris (x86 და SPARC)-ის ვერსიები. გთავაზობთ მხოლოდ Windows-ის და Linux-ის ვერსიის ბმულებს.
ესეც საოფისე პაკეტი:
OpenOffice.org v2.2.0 - Final 96,8 მეგაბაიტი
სარკე_1
სარკე_2
OpenOffice.org v2.2.0 - Final for Linux
ბეჭდვითი ვერსია | 01-04-2007, 14:21:00 |
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|