მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
2008 წლიდან Windows XP-ს OEM ვერსიას ვეღარ ვიხილავთ

მიუხედავად იმისა რომ დრემდე მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნილებით მაინც Windows XP სარგებლობა, მისი მომხმარებლების რიცხვი ნელნელა შემცირდება, ამას ხელს შეუწყობს თვითონ კომპანია Microsoft-იც. საქმე იმაშია რომ 2008 წლიდან შეუძლებელი იქნება იყიდოთ ახალი კომპიუტერი რომელზეც წინასწარ ინსტალირებული იქნება Windows XP. 2008 წელს ყველა OEM მწარმოებელი გამოუშვებს ახალ აპარატურას მხოლოდ დაინსტალირებული Windows VISTA-ს.

ეს ცვლილება შეეხება ყველას, როგორც ცალკეულ მომხმარებელს ასევე ბიზნეს მომხმარებლებსაც. ასევე ეს ცვლილება ყველა მსხვის მწარმოებელს შეეხება, მაგალითად კომპანია Dell-ი უკვე ამა წლის ზაფხულიდან მკვეთრად შეამცირებს Windows XP-ს ოპერაციული სისტემით აღჭურვილი კომპიუტერების რეალიზებას. რა თქმა უნდა შეზღუდვა არ ეხება ეგრეთწოდებულ BOX ვერსიებს, როდესაც ოპერაციული სისტემის დისკს მოყვება თავისი დოკუმენტაცია, სარეკლამო ბროშურები და აღწერები. მაგრამ ახალი კომპიუტერის შეძენისას თუ არ გექნებათ სურვილი შეიძინოთ ახალი ოპერაციული სისტემაც, მაშინ მოგიწევთ ძველი სისტემის ცალკე შეძენა. BOX ვერსია კი გაცილებით ძვირი ღირს. მოკლედ კომპანია Microsoft-ი გეგმავს უმოკლეს ვადაში მაქსიმალურად ბევრი მომხარებელი გადაიყვანოს ახალ ოპერაციულ სისტემაზე. რა თქმა უნდა შედეგად თვითონაც მეტ მოგებას მიირებს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-04-2007, 12:50:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1.5


გამოხმაურება

გასაგებია, რომ ახალი ვერსია უნდა გავრცელდეს და ძველი შეიზღუდოს. მაგრამ ეს ბოქს ვერსია რაღა უბედურებაა, თუ იგივე იქსპ-ეა რაღაც დამატებებით.რომ წერთ უფრო ძვირი ეღირებაო, ესე იგი ახალი რაღაცეებით უნდა იყოს აღჭურვილი. თუ საქმის კურსში ხართ, რაიმე ვისტადან ხომ არ ემატება, ან დრივერი ან ფაილები. პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას
06-08-2007, 21:16:54 | marikhi64

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.