მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 30 (აპრილი 2007)

2007 წლის 16 აპრილიდან სავაჭრო ქსელში გამოვიდა ჩვენი ბეჭდვითი  ჟურნალი #30. ჟურნალის გამოსვლამ გემრიელად დაიგვიანა, აქ ორი აზრი არ არის ჩვენი გუნდია დაგვიანებაში დამნაშავე, რისთვისაც ჩვენს გულითად მკითხველებს ვეებერთელა ბოდიშს ვუხდით. მოკელდ გაგაწვალეთ და ძალიან დიდხანს გალოდინეთ, ვაღიარებთ ჩვენს ბრალს. სამწუხაროდ ბოლო დროს ტექნიკურმა და ორგანიზაციულმა პრობლემებმა იმატა, სწორედ მათ გამკლავებაზე იხარჯება უმეტესი დრო და არა ჟურნალზე. თითქოსდა უმეტესობა პრობლემები მოვაგვარეთ, იმედია ახალი პრობლემები არ დაგვემატება, ძველებს კი ნლნელა გავჭირავთ, შესაბამისად ჟურნალის პერიოდულობას გამოვასწორებთ.

მანამდე კი შეგიძლიათ სავაჭრო ჯუხურებში და დახლებზე იხილოთ ჩვენი ჟურნალი, შესაბამისად თუ სურვილი გაქვთ შეგიძიათ შეიძინოთ. ჰო, მართლა ვაგრძელებთ სტანდარტულ კონკურსებს, საპრიზო ფონდი ცოტაოდენ გავზარდეთ, მართალია მილიონებს ვერ მოიგებთ მაგრამ ზოგიერთისთვის გულის გასახარებელი ნამდვილად არის.

თუ გაინტერესებთ რა სტატიებს იხილავთ ჟურნალში შეგიძლიათ ღილაკს ”დაწვრილებით”  დააჭიროთ და გადახედოთ მოკლე აღწერას. ჩვენ კი გისურვებთ  ცოდნის გაღრმავებას.



Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

აპარატურული პინგვნები
პინგვინური ოპერაციული სისტემა მყარი დისკიდან კომპიუტერის საბაზისო ბრძანებების სამყაროში ინაცვლებს. ანუ ახალი დედა დაფების BIOS-ი აღჭურვილი იქნება არასტანდარტული, თან 32 ბიტიანი ოპერაციული სისტემით. რა პლიუსებს და მინუსებს გვაძლევს ახალი ტექნოლოგია...

ყური სვავს, ყური ჭამსო
მართალია გამოთქმა შორსაა ცნობილი აფორიზმისგან, მაგრამ სწორედ ამ ახლებუr გამოთქმას ვაწყდებით როდესაც კინოთეატრებში ახალი სტანდარტის ხმას Dolby-ს ვისმენთ. როგორ ვითარდებოდა ახალი ტექნოლოგიის ხმა, სადამდე მივიდა, და სად როგორ  გამოიყენება, ყველაფერ ეს ამ სტატიაშია აღწერილი.

სისტემის დამალული შენახვა
მომხმარებლები ახერხებენ სისტემის განადგურებას, თან გამნადგურებელი მომხმარებლების არმია დღითიდღე იზრდება, ჩვენც გვინდა დროის ეკონომია და მომხმარებლებსაც, მაშ ასე როგორ ვუზრუნველყოთ სისტემის დაცვა, აღდგენა და მომხმარებლის ბედნიერება, რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ჩვენი დროის ეკონომიაც ემატება

წვდომა იმისა, რასაც ვერ წვდები
ლოკალური ქსელი და მისი მომხმარებლები, როგორ შევიჭრათ იქ, სადაც თავისით მეგობარი, მეზობელი ან თანამშრომელი არ გვიშვებს, თუ პატარა გამოცდილება გაქვს, მაშინ ეს სტატია დაგეხმარება შეუზღუდავი უფლებების მიღებაში.

Windows VISTA მითიური და რეალური აქტივაცია
ახალი ოპერაციული სისტემა მოევლინა სამყაროს, მაგრამ იგი გემრიელად არის დაცული არალეგალური მოხმარებისგან, თუმცა ასე გვეუბნება ბიძია ბილი და მისი კომპანიის წარმომადგენლები. სტატიაში ვიხილავთ რეალურად რა შესაძლებლობები არსებობს, რას ვიღებთ და არსებობს თუ არა ოფიციალური აქტივაციის ალტერნატივა...

პინგვინების მომსახურება
ანუ სერვერების გამართვა Linux-ის ოპერაციულ სისტემაში, წინა ნომერში განვიხილეთ Apache-ს კონფიგურირება, ამჯერად კი ორი ახალი მოდულის განხილვაა საჭირო

My SQL
My SQL ბაზების ინსტალირება და გამართვა Linux-ის გარსში, შესაძლო პრობლემები და მათი მოკვარახჭინება

ეიჩ-პი  კარგია, მაგრამ პი-ეიჩ-პი ტყემლით სულ სხვაა
ვაგრძელებთ Linux-ის გარსში სერვერის გამართვას, ამჯერად სისტემას ვამატებთ PHP ენის ინტერპრეტატორს, შედეგად მივიღებთ სრულყოფილ მუშა სერვერს. თუ გაინტერესებს წინ, წინ, წინ

ერთი ვისტა ორი ვისტა ჩვენ კი გვინდა მინი ვისტა
როგორ შევამციროთ ვისტას საინსტალაციო პაკეტი ისე რომ ჩავატიოთ ერთ CD-ზე, როგორ შევამციროთ დაინსტალირებული ვერსიის ზომა, და რაც მთავარია როგორ გადავაჩვიოთ იგი მაინცა და მაინც 512 მეგაბაიტის მოთხოვნას.

ზემოთ გრეიდი თუ ქვემოთ გრეიდი?
ყველას გვინდა ახალი და ძლიერი კომპიუტერი, ბევრი აგროვებს ფულს და ოცნებობს იმ დღეზე როდესაც ახალ, ან პირველ ძლიერ კომპიუტერს შეიძენს, მაგრამ ხომ არ ვცდებით ვადებში? როდის ღირს ახალი კომპიუტერის შეძენა, რა ტექნოლოგიებს უნდა დაველოდოთ და როდის იქნება ყველაზე ოპტიმალური დრო, ამას გაიგებთ ამ სტატიიდან...

სერვის პაკი გასერვისპაკებულა, საინსტალაციოში ჩასერვისპაკებულა
როგორ ჩავაინტეგრიროთ  სერვის  პაკი საინსტალაციო პაკეტში ისე რომ ინსტალაციის დროს ყველაფერი თავისით დაყენდეს, არ გაიზარდოს ოპერაციული სისტემის მიერ დაკავებული ადგილი დისკზე, ყველაფერმა კორექტულად იმუშაოს და რაც მთავარია ჩქარა. პრაქტიკას გავდივართ Windows 2003-ზე, მისთვის ახალი SP2-ი გამოვიდა, ალბათ მალე XP-სთვის SP3-ი გამოვა, ჰოდა სანამ დროა ვისწავლოთ ტექნოლოგია.

ქართულად ფანჯარა, ინგლისურად სარკმელი
ლამის 3 წლიანი წვალების შემდეგ ვეღირსეთ გაქართულებულ Windows XP-ს, საინტერესოა გაამათრთლა ექსპერიმენტმა თუ არა და იყო თუ არა ლამის 3 წელიწადი საჭირო იმისათვის რომ 600 IT სპეციალისტს და რამდენიმე ათეულ ლინგვისტს ამ საქმეზე ემუშავა?

Alpha Prime, ანუ საფრთხობელა სმოკინგში
შედარებით ახალი თამაში, რომელსაც დიდი პრეტენზიები აქვს, მაგრამ... მაგრამ პრეტენზიები ერთია, ხოლო რეალიზებული შესაძლებლობები მეორე.

ფანჯრული მოთხოვნები
ახალი ოპერაციული სისტემები გამოდის და ახალი აპარატურული მოთხოვნილებები ჩნდება, ნეტა რას გვერჩიან მწარმოებლები და უნდა დავუჯეროთ ახალი სისტემების მოთხოვნებს თუ არა



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-04-2007, 09:08:00 |
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 10
შეფასება: 2.1


გამოხმაურება

lukatar
კი ცოცხლები ვართ
უბრალოდ კაი იქნება 3-4 დრეც თუ კომენტებს საიტზე არ დადებთ რომ მოვახერხოთ ბოლომდე ყველაფირს გამზადება და გადაკეტება. ნუ პლიუს სერვერის ამუშავებას ხომ არა და არ დაადგა საშველი. ასეთ უსასრულო არაფერი მინახია. სხვას არ შეიძLება არაფერი მიანდო. პირადად დრო არ მყოფნის თორემ ამდენხანს არ გავწელავდი საიტის აწევაზე.

მოკლედ ცოტაც მოითბინეთ და ....
03-05-2007, 19:52:51 |

ხალხო, ცოცხლები ხართ?
03-05-2007, 19:21:31 | lukatar

რა სისულელეა, ეს საიტი მარტო იმას არ მოეწონება ვისაც პორნოგრაფიული ფილემებით "გაძღომა" უნდა... მაგარი საიტია, თუმცა დახვეწას საჭიროებს, მაგრამ იმედია ქართული საზოგადოება მალე მოეგება გონს და ჭეშმარიტად სასარგებლო საიტებს უფრო ხშირად მოინახულებს ხოლმე ვიდრე უსუსურ, ფსევდო-ხაკერულ ვებ გვერდებს...
27-04-2007, 08:56:22 | xokaido

iarmorka
ხომ არა გგონია შემეშინდეს და შენი კომენტარი წავშალო
ეგ სხვა დურაკულ ქართულ საიტებზე იჩალიჩე (აგდება აყოლა), აქ შენი გამოხტომა მხოლოდ შენზე იმოქმედებს და არა სხვებზე, სხვებს აქ არაფრის ახსნა არ სჭირდება.
მოკლედ თუ არ მოგწონს კეთილი იყოს შენი შემოსვლა, მაგრამ შეგიძლია არარ შემოხვიდე თუ ასე არ მოგწონს
22-04-2007, 17:36:35 |

მაგარი ბანძი საიტია>:)

22-04-2007, 14:11:13 | iarmorka

სად ხართ აქამდე, გაზეთების გამყიდველთან რო მივდივარ ეგრევე უსიტყვოდ მეუბნება ჯერ არ გამოსულაო :(
21-04-2007, 12:13:31 | xose

რა უნდა გამხარებოდა ასე, ამ საწყალ მისავათებულ აბიტურიენტ კაცს, როგორც ეს გამიხარდა??


ტქვენ გაიხარეთ! მე მაინც თქვენი ერთგული მკითხველი ვარ და დედას ფიცავარ, სანამ ეს ნომერი არ გამოვიდოდა არანაირი IT ჟურნალი და არც გაზეთი არ მიყიდია... პრინციპულად!

აბა, წავედი ახლავე ბუტკაში..
21-04-2007, 11:08:51 | rcheula

გაუმარჯოს ახალ ნომერს, იმედია ამის შემდეგ ყველაფერი კარგად წაგივათ!
19-04-2007, 14:13:00 | Kot

კაია

ჯიგრები ხართ
18-04-2007, 22:07:33 | ducha

მდაააა, მართლაც რომ გვეღირსა
მაგარია
18-04-2007, 00:25:39 | choxe

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.