მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ჩვენ ისევ ონლაინ რეჟიმში ვართ

არის, ასრულდა ოცნება, იუ :-), უნდა მეთქვა გადასვლა. როგორც იქნა თავი მოაბა ქართული ინტერნეტის განვითარების ორგანიზაციამ თავის პირდაპირ მოვალეობას და რამდენიმე შეხსენებისა და ოფისში ვიზიტის შემდეგ, როგროც იქნა, 29 მაისს ღამის 2 საათზე (ზოგისთვის გამთენია 2 საათზე)  მოგვივიდა SMS შეტყობინება, იმის შესახებ რომ საიტის მისამართის ახალ ჰოსტზე გადატანა წარმატებით დასრულებულია. საინტერესოა რას აკეთებდნენ 14 მაისიდან 29 მაისის ღამის 2 საათამდე!

თქვენი არ ვიცი მაგრამ პატარაზე არ ვუკბინოთ ამ ორგანიზაციას მისი სუპერ ჩქარი მუსაობისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაშ ასე საქართველოს ინტერნეტის განვითარების ფონდმა კიდევ ერთხელ ნათლად დაამტკიცა რომ იგი კი არ ანვითარებს ქართულ ინტერნეტს, არამედ ამუხრუჭებს (თან ეს საქმე ერთადერთია რას მშვენივრად გამოსდით), ამისათვის იყენებს, უფროსწორედ არ იყენებს მის ხელში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს, კერძოდ ზარმაცობენ, ძალით წელავენ მომსახურებას და სხვა ამდაგვარ არაადეკვატურ მოქმედებებს ახორციელებენ, რის გამოც ქართული დომენების რეგისტრაცია, გადატანა ერთი ჰოსტიდან მეორეზე პრაქტიკულად შეუძლებელია, მოითხოვს ვეეეებეერთელა მოთბინებას და ნერვების მოშლას, სამწუხაროდ სხვანაირად ეს  პროცედურა არ მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წელია, თუმცა ვიტყოდი რამდენიმე ათეული წელია (კერძოდ 1991 წლიდან).

მოკლედ ჯანდაბას ყველაფერი, ჩვენ როგორც იქნა ისევ ონლაინ რეჟიმში ვართ.  როგორც ვამბობდით ამიერიდან ეს ადგილი ჩვენი პირადი ახალი სახლია და სხვათაშორის ჩვენი პირადი სერვერიც არის (უბრალოდ 2-3 მეგობარი რესურსი ვიყოფთ ერთ სერვერს). აღმოფხვრილია ჩამოტვირთვის პრობლემები, ანუ ჩამოტვირთვისას ფაილების ჩამოქაჩვა აღარ გაწყდება (ისე დღემდე ვერ გავიგეთ ჩვენს წინა ჰოსტერს რა პრობლემა ჰქონდა რომ ეს უმარტივესი საკითხი ვერ მოაგვარა). პლიუს დღეიდან დავიწყებთ საკუთარი ჩამოსაქაჩი სერვერის შევსებას შედეგად აღარ დავდებთ საჭირო პროგრამებს და ფაილებს სხვა სერვერებზე (ქართულ და უცხოურ ასაქაჩ/ჩამოსაქაჩ სერვერებზე), ანუ იდეაში ჩამოსაქაჩი ფაილები აღარ წაიშლება მანამდე სანამ ჩვენ არ ჩავთვლით რომ შესაბამისი პაკეტები მოძველდა.

შუა ზაფხულის შედმეგ საიტზე დავამატებთ რამდენიმე ახალ მომსახურებას, მანამდე კი სავარაუდოთ საიტზე შეიძლება ჩაემატოს სკინების შევვლის შესაძლებლობა, თუმცა რამდებნად საჭიროა ეს ვარაინტი ჯერ გაუგებარია, მაგრამ რამდენიმე მომხმარებელი დაჟინებით მოითხოვს ასეთ სიახლეს, ვნახოთ რა გამოვა.

მოკლედ ვულოცავთ საკუთარ თავს ციფრული სამარიდან გამოსცლას (ერთგულ მკითხველებსაც ვულოცავთ, ვიცით რომ ამ მომენტს სულმოუთქმელად ელოდნენ) და რამდენიმე საათში ყველაფერს მთელი დატვირთვის ავამუშავებთ, მანამდე კი რამდენიმე ახალ ცხელცხელ სიახლეს და პროგრამას შემოგატყუებთ :-).





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-05-2007, 08:27:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1


გამოხმაურება

იავიცი გილოცავთ თქვენი ერთგული მკითხველი და საიტის სტუმარი თუ რაც მქვია :))) ძალიან გამიხარდა, თითქმის ყოველდღე ვიჭყიტებოდი თქვენს საიტზე. გილოცავთ და გილოცავთ ;)
08-06-2007, 06:13:14 | home

WooooooooooooooooHaaaaaaaaaaaaaaa!
გილოცავთ საიტის მკვდრეთით აღდგენას!!!
Iooooooooo, Chuvakiiiiii, მიაწექით მაგრები ხართ
01-06-2007, 21:32:58 | Delphiman


მაგრებიხართ და რა ვქნა არ ვიცი
01-06-2007, 15:27:55 | bacho

როგორც იქნა
31-05-2007, 04:05:37 | Giga

გილოცავთ (ნამდვილად მოსალოცია, მეგონა აღარ რთავდნენ ეგ ნაბიჭვრები) წავედი ფორუმში იქ ალბათ უკვე დუღს ყველაფერი :)
30-05-2007, 22:11:34 | Frrrredo

ჩემთან ყველაფერი წესრიგშია, კოდის ველში ინგლისურად იწერება. გინდა აქ ჩამიწერია პირველად, გინდა იქ.
30-05-2007, 18:51:23 | Power_VANO

domen-ი მართალია! არანაირი კლავიატურის გადართვა ალტ+შიფტით. თუმცა ტილდა საიდუმლო კოდის ველში მუშაობს, მაგრამ პოსტის დაწერის წინ ინგლისურადაა, პოსტის დაწერი მერე კი ქართულად, თუ არ გდართე ტილდათი... (ოპერათი ვარ)

ამის მოგვარება ასე უნდა მოხდეს: ჯერ დავწეროთ საიდუმლო კოდი, შემდეგ ტექსტი!
30-05-2007, 18:51:20 | Shako

Ja_Ja
ერთი საინტერესო რაღაც შევამჩნიე - როცა ჯერ საიდუმლო კოდს წერ, შემდეგ კი ტექსტს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ კომენტარის ტექსტის ველში თუნდაც ერთ სიმბოლოს ჩაწერ, საიდუმლო კოდის ველშიც ქართულად იწერება.

იმედია, გამოგადგება რამეში.
30-05-2007, 16:39:31 | domen

Shako
beka_sh

ვერ გამიგია თქვენი, კომენტარის ფაჯარაში იწერება ქართულად, ხოლო კოდის ველში იწერება ინგლისურად, ახლა ტქვენ თუ ამ საიტზე არსებულ სკრიპტს არ იყენებთ და Windows-ის კლავიატურული განლაგება გაქვთ გადართული ქართულზე, მაგ შემთხვევაში კოდის ველში კი არა ყველა ველში ქართუალდ ჩაიწერება.

თქვენს მიერ დაწერილ და აღწერილ შეცდომას ადგილი არ აქვს, როდესაც ტილდას აჭერ კომენტარის ველში ირთვება ინგლისური, კიდევ ერთხელ დააჭერ და ბრუნდება ქართული აკრეფვა. თვითონ ტილდა ანუ აი ეს სიმბოლო ~ არ იკრიფება.
კოდის ველში კი ტილდა იკრიფება ესიგი მაგ ველში ქართული ენის სკრიპტი აქტიური არ არის.
30-05-2007, 16:11:16 |

გუშინვე ვერ დავწერე, მერე დამავიწყდა... სპამერობასაც მაბრალებდა საიტი.
ე.ი. საიდუმლო კოდი ქართულად იწერება, რაც შეცდომას აძლევს და ინგლისურზე გადაყვანა არ უნდა დაგვავიწყდეს?!
30-05-2007, 13:54:25 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.