COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows Vista Service Pack 1 2008 წლის დასაწყისში გამოვა!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1558


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Vista Service Pack 1 2008 წლის დასაწყისში გამოვა!

Microsoft-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ Windows Vista Service Pack 1-ისგან. ასევე, ცნობილი გახდა განახლების გამოსვლის დროც.

ახალი სერვის პაკი გამოვა 2008 წლის პირველ კვარტალში, ბეტა ვერსია კი ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრის შუა რიცხვებში. თუმცა, ამ ბეტა ვერსიას ყველა ვერ იხილავს. განახლების ბეტა ვერსია დაურიგდებათ იმ ტესტერებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ მაიკროსოფტთან Windows Vista და Windows Sever 2008-ის ტესტირებისას.

როგორც მაიკროსოფტი აცხადებს, SP1-ში არ უნდა ველოდოთ რაიმე განსაკჲთრებულ ცვლილებას. ეს პაკეტი განკუთვნილი იქნება ოპ. სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და წარმადობის გასაუმჯობესებლად.

SP1-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება Windows Update-დან. სავარაუდო ზომა კი იქნება 50 მბ. ბიზნეს-მომხმარებლების ვერსია იქნება 1 გბ (მასში შემავალი ბევრი ენის პაკეტის გამო), ხოლო ინსტალაციისთვის დასჭირდება 7 გბ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-08-2007, 21:58:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.