მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Google ტელეფონს უშვებს?

აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მსოფლიო ქსელში კიდევ ერთი ჭორი გამოჩნდა - Google მობილურ ტელეფონს უშვებს! იმის მერე ამაზე მსოფლიოს წამყვანმა თითქმის ყველა ტექნიკურმა ბლოგმა, გაზეთმა თუ ჟურნალმა დაწერა, აგერ ორი დღის წინ ერთ-ერთი პოპულარული გაზეთი ჭორებს და ვარაუდებსაც აღარ დასჯერდა და ისიც განაცხადა, Google Phone ორ კვირაში გამოდისო! ზოგი კი უფრო შორსაც წავიდა და LG-ს ახალ, Google-ის პროგრამებით აღჭურვილ ტელეფონს(LG KU-580) დაარქვა Google Phone. ჰოდა, ასეთი აჟიოტაჟის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ინფო ჩვენც მოგვეწოდებინა.

მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ Google Phone-თან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური ინფო არ არსებობს, Google-იც და ამ საქმეში ყველა მისი სავარაუდო პარტნიორიც დუმს(თუმცა არავინ არაფერს უარყოფს), რაც მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ინტერნეტ-ჭორიკანების ფანტაზიას :-)ასე რომ, რასაც აქ ნახავთ და წაიკითხავთ, შეიძლება სულაც უქმი ფანტაზიის ნაყოფი იყოს.

როგორც უკვე ვიცით(ოფიციალურად!), Google აქტიურად ემზადება მობილური მოწყობილობების ბაზარზე შესასვლელად, ასე რომ, ამ ტელეფონის გამოჩენა დიდად საკვირველი არც უნდა იყოს. სცენარი, სავარაუდოდ, იგივე იქნება, რაც Apple iPhone-ის შემთხვევაში - ხელშეკრულება რომელიმე მსხვილი მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორთან(სავარაუდოდ, ეს იქნება Orange), ინოვაციური დიზაინი, არანაირი ულტრა-თანამედროვე ფუნქციები და რაც მთავარია - ძალიან ცნობილი მწარმოებელი. როგორც იტყობინებიან, დიდ შანსია, ტელეფონი iPhone-ს მსგავსად ერთი დიდი სენსორული ეკრანისგან შედგებოდეს; და ერთზე ყველა წყარო შეთანხმებულია - GPhone აუცილებლად იქნება გუგლის სოფტით აღჭურვილი და უფრო მიმართული იქნება იმისკენ, რომ მობილური მოწყობილობიდან ინტერნეტში მუშაობა უფრო სწრაფი, მოხერხებული და კომფორტული გახდეს, დარეკვის ფუნქცია მეორეხარისხოვანი იქნება.

ჭორებს, რაღა თქმა უნდა, სავარაუდო პროტოტიპების სურათებიც მოჰყვა(შეგიძლიათ Google სურათების ძებნაში ჩაწეროთ "Google Phone" და ყველაფერს თვითონ ნახავთ). რამდენიმეს აქაც შემოგთავაზებთ:


დასასრულს შეგიძლიათ იხილოთ Google-ის ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით:

"ჩვენ არ ვაპირებთ კომენტარი გავაკეთოთ ამ ჭორებზე. Google ცდილობს მომხმარებლები უზრუნველყოს კავშირით მსოფლიო ინფორმაციასთან, მობილური მოწყობილობები კი დღითიდღე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში იმისთვის, რომ Google ძებნა და სხვა ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდეს მობილური მოწყობილობების მომხმარებლებისთვის ყველგან. თუმცა ჩვენ ამ დროისთვის არაფერის განცხადებას არ ვაპირებთ."

Google Phone-ის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 2007 წლის ბოლოსთვის ან 2008 წლის დასაწყისში იგეგმება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-08-2007, 20:53:00 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.