Sony Ericsson K850i - Cyber-Shot-ი კომპინფოზე, Walkman ...-ზე
Sony Ericsson-ის მობილური ტელეფონები საქართველოში საკმაოდ დიდი პუპულარობით სარგებლობენ. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ თბილისში, უკვე რამდენიმე ადგილას გაიხსნა კომპანიის ოფიციალური სერვის ცენტრები და მაღაზიები. დღესდღეობით, კომპანია Sony Ericsson-ის გეგმებში 4 მობილური ტელეფონია W910i, K850i, K770i და W960i. როგორც კომპანია გვპირდება, ეს მობილური ტელეფონები მალე საბოლოო სახით იქნება წარმოდგენილი. ახლა უკვე არსებობს ინჟინრული მოდელები, ე.წ. Brown ვერსიები. დღეს კომპინფო-ზე განვიხილოთ K850i-ს, ვნახოთ რა სიახლეებს გვთავაზობს ახალი Cyber-Shot სერიის კამერაფონი. ვისაც W910i-ს განხილვა გაინტერესებთ, მას სხვა ქართულ საიტზე იპოვნით, ასე რომ, ეძებეთ :)
იმის გამო, რომ K850i Cameraphone კლასს განეკუთვნება, მისი განხილვა სწორედ ციფრული სურათების გადაღების შესაძლებლობების აღწერით უნდა დავიწყოთ. K850i-ს აქვს 5 მეგაპიქსელიანი სენსორი, ავტომატური ლინზების დამცავი, ავტოფოკუსის მხარდაჭერა და Xenon Flash (”ვსპიშკა”). ახლა კი უფრო დეტალურად გადავხედოთ ახალ ფოტოტექნოლოგიებს: ასევე, აღსანიშნავია Anti-blur და Photo fix ტექნოლოგიები. პირველი ტექნლოგია უზრუნველყოფს ”გადღაბვნის” შემცირებას, ხოლო მეორე კი ავტომატურად ახდენს სურათების კორექციას (Brightness, Contrast, Exposure...). კიდევ ერთი საინტერესო ტექნოლოგიაა TrackID™. ჩაიწერეთ დიქტოფონით რომელიმე მუსიკა (რამდენიმე წამი, საკმარისია 5-6), პროგრამა ავტომატურად გაგზავნის ჩანაწერს სერვერზე და რამდენიმე წამში მიიღებთ მუსიკის შესახებ სრულ ინფორმაციას (კერძოდ, რა მუსიკაა და ვისია). K850-ს აქვს Radio, Music tones, MegaBass™ (SonyEricsson-ის საფირმო ტექნოლოგია, უზრუნველყოფს უფრო "ღრმა" და უკეთესი ხარისხის ბასებს), PlayNow™ (ამ ტექნოლოგიის საშუალებით შეგიძლია ინტერნეტში იყიდოთ და ჩამოქაჩოთ მუსიკა), TrackID™, Polyphonic ringtones და Flight mode (ამ რეჟიმის გააქტიურებისას მობილური ტელეფონი წყვეტს რადიო სიგნალების გადაცემა/მიღებას. ამ დროს ვერსად დარეკავთ, ვერ მიიღებთ ზარებს, სამაგიეროდ იმუშავებს ყველა სხვა ფუნქცია, ანუ მოუსმენთ მუსიკას, გადაიღებთ სურათებს და ა.შ. ძირითადად ამ ფუნქციის გამოყენების არეალი არის თვითმფრინავები, სადაც მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია). Blootooth ტექნოლოგიის ახალი ვერსია, რომელიც ინტეგრირებულია K850-ში, უზრუნველოფს მუშაობის არეალს 10 მეტრის რადიუსში და 720 kb/s სიჩქარეს ყოველ არხზე. ტელეფონს აქვს Bluetooth™ stereo (A2DP) ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ანუ შესაძლებელია გამოიყენოთ უმავთულო Blootooth სტერეო ყურსასმენები. მნიშვნელოვანი ფუქნციებიდან ასევე აღსანიშნავია SMS long. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გააგზავნოთ სმს შეტყობინებები რომელთა სიგრძეა 9600 სიმბოლო. ესეც დეტალური ტექნიკური მახასიათებლები:
ამ ლინკზე კი იხილავთ K850-ის კიდევ ორ სურათს და საპრეზენტაციო ვიდეოს. ბეჭდვითი ვერსია | 12-09-2007, 14:50:00 | Power_VANO |
ტელეფონი კი კარგია, მაგრამ ნავიგაციას რომ ვუყურებ, მაჟრიალებს :-D K სერიის ბოლო მოდელებს ყველას რაღაც ასეთი უცნაური კლავიშების ფორმა და განლაგება აქვთ