მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
MBW-150 Executive, MBW-150 Classic და MBW-150 Music, Bluetooth საათები Sony Ericsson-ისგან

მობილურების შემდეგ საათების ჯერიც დადგა. კორპორაცია სონიერიქსონის გეგმებში სამი Bluetooth საათია, ესენია: MBW-150 Executive, MBW-150 Classic და MBW-150 Music. სამივე საათი თითქმის იდენტურია, ძირითადი განსხვავება დიზაინშია. სამივეს აქვს Bluetooth 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო არეალს 10 მეტრის რადიუსში და მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 720 kb/s. სამივე საათს აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს ტელეფონის მედია/ვოლქმენ პლეიერი, ანუ ნებისმიერ დროს შეძლებთ სასურველი მუსიკის ჩართვას ისე, რომ ტელეფონს არ შეეხებით.

სამივე საათი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, Executive ვერსიას კი სამაჯურიც იმავე მეტალისა აქვს. Classic და Music ვერსიებს კი ტყავის სამაჯურები აქვთ.



როდესაც ვინმე გირეკავთ, ან შეტყობინებას გიგზავნით, საათის ეკრანზე იწერება ტელეფონის ნომერი და ირთვება ვიბრაცია.

რაც შეეხება ფერებს, Executive ვერსია ვერცხლისფერია, კლასიკური - შავი, ხოლო მუსიკალური ვერსია - შავი ან ნარინჯისფერი.

საათები სრულად თავსებადია შემდეგ ტელეფონებთან:

K530i, K550i, K550im, K610i, K610im, K770i, K800i, K810i, K850i, M600i, P1i, P990i, S500i, T650i, V630i, W580i, W610i, W660i, W710i, W810i, W850i, W880i, W910i, W950i, W960i, Z610i, Z710i

W810i-ის შემთხვევაში არ მუშაობს მხოლოდ SMS შეტყობინება.

გამოვიდა, რომ K750/W800 სრულფასოვნად ვერ იმუშავენებ ან საერთოდ ვერ იმუშავებენ ამ საათებტან. თუმცა, როგროც სონიერიქსონი აცხადებს, საათებმა შეიძლება იმუშავონ სხვა ტელეფონებთანაც (მათ შორის სხვა კომპანიების მობილურებტანაც), თუმცა სრულფასოვანი მუშაობის გარანტია არ არსებობს.

საათები წესით მალე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე. ჩემი აზრით, K850-ის გამოსვლასთან ერთად.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 14-09-2007, 02:25:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.