Skype 2.5.0.82 Beta for Windows
ისევ განახლდა (ოღონდ ბეტა ვერსიამდე) საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ 2,5 ვერსიასთან. ახალ ვერსიაში ჩამატებულია SMS-ების გაგზავნის შესაძლებლობა. სამწუხაროდ შეტყობინებები უფასო არ არის, ჯდება 2-დან 10 ცენტამდე გააჩნია ქვეყანას და ოპერატორს. გაგზავნის უფლების მისაღებად ჯერ მწარმოებლის საიტზე უნდა შეიძინოთ სატელეფონო ბარათი შემდეგ კი შეგიძლიათ SMS-ების გაგზავნა. ჯერჯერობით არ ხორციელზება SMS-ის მიღება თვითონ Skype-ს მომხმარებლის მიერ. იმედია ნელნელა ეს შესაძლებლობაც ჩაემატება პაკეტში. ესეც პროგრამა: Skype 2.5.0.82 Beta for Windows 10,2 მეგაბაიტი ბეჭდვითი ვერსია | 19-05-2006, 14:04:00 | |
|