მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Opera 9.5 - Code Name Kestrel

4 სექტემბერი Opera-ს მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო - Opera 9.5, როგორც იქნა, გამოვიდა! მართალია, რელიზი ჯერჯერობით ალფაა, მაგრამ ხომ არის! :-) მოკლედ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გთავაზობთ ამ სიახლეს.

რაღა თქმა უნდა, ყველა მომხმარებელს ახალი ვერსიის გამოსვლისას პირველი კითხვა ცვლილებების შესახებ ებადება. განსხვავებით Opera-ს 9.2x რელიზებისგან, რომლებშიც მხოლოდ ბაგებს ასწორებდნენ და უმნიშვნელო ცვლილებები შეჰქონდათ, აქ ცვლილებების ნუსხა საკმაოდ დიდია - ბოლო, ბოლო, მთელი Rendering ძრავა თავიდანაა გადაწერილი, რაც ამ ისედაც უსწრაფეს ბრაუზერს სიჩქარეს და სტაბილურობას მნიშვნელოვნად მატებს.



ამ ვერსიაში ასევე გასწორებულია შეცდომები, რომლებიც ბრაუზერის დროდადრო გაჭედვას იწვევდნენ, რაც ბრაუზერს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის, გაუმჯობესებულია Opera Mail, JavaScript-ის აღქმა/დამუშავების ძრავაც თავიდანაა გადაწერილი და მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული - უფრო სწრაფია და ნაკლებ რესურსებს მოიხმარს, რაც პიკურ სიტუაციებში კარგად ჩანს.

ახალი ძრავის წყალობით Opera უფრო ჯდება ვებ-სტანდარტებში(მან წარმატებით გაიარა ტესტების 93,7%, რაც უმაღლესი შედეგია) და უკეთ შეუძლია ცუდად დაწერილი კოდის დამუშავება, რაც ინტერნეტში სეირნობას მნიშვნელოვნად უკეთესს ხდის. ასევე დამატებულია CSS3-ის გარკვეული ელემენტების მხარდაჭერა.

პირადად ჩემთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ახალი Opera უფრო ახალბედებზეა გათვლილი, შესაბამისად, გარკვეული ფუნქციები თავიდან გათიშულია და მსურველებს მათი ჩართვა თვითონვე მოუწევთ, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს - ახალბედებს გირჩევთ სცადოთ - ნამდვილად მოგეწონებათ ;)

ასევე აღვნიშნავ კიდევ ერთი ფუნქციას, რომელიც მე ძალიან მომწონს - "Full History Search". ნანახ გვერდებში სასურველ კონტენტს ახლა არა მარტო გვერდის სათაურის, არამედ უკვე გვერდის შიგთავსის მიხედვითაც მოძებნით. და ეს ყველაფერი ხდება ისე ჩქარა, როგორც ეს Opera-ს შეეფერება ;-)

სხვა სიახლეებზე აღარ ვილაპარაკებ, ისედაც დიდი პოსტი გამომივიდა. მსურველებს მთავარი განახლებების სია აქ შეგიძლიათ იხილოთ, სრული სია კი აქ

ახალი Opera-ს ჩამოტვირთვა  აქედან შეგიძლიათ.

P.S. აუცილებლად აირჩიეთ ცალკე ინსტალაცია(თავისთავად იქნება არჩეული ინსტალაციისას), ვერსია ჯერჯერობით ალფაა და შეიძება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. თუ მაინც გადაწყვეტთ, ახალი Opera თქვენს მიმდინარე ვერსიაზე დააშენოთ, იქამდე რეკომენდირებულია Opera Mail-ის მონაცემები და თქვენი პროფილი დაარეზერვოთ.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-09-2007, 17:48:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.