მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
დაბადების დღეს გილოცავთ, Google!

სიტყვა, რომელიც სამუდამოდ დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკაში და თითქმის ინტერნეტის სინონიმადაც იქცა (Internet=Google), ზუსტად 10 წლისა და ერთი დღის წინ გაჩნდა.

1997 წლის 15 სექტემბერს ორმა ახალგაზრდა სტენფორდელმა სტუდენტმა, ლარი პეიჯმა (Larry Page) და სერგეი ბრინმა (Sergey Brin) დომენი Google.com დაარეგისტრირა. რაღა თქმა უნდა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს სახელი ძებნის სინონიმი გახდებოდა, შემქმნელებს კი მილიარდებს მოუტანდა. მოდით, მოკლედ გადავხედოთ კომპანიის მიღწევებს.



1. დომენი Google.com 1997 წლის 15 სექტემბერს დარეგისტრირდა, იქამდე პროექტი მუშაობდა დომენზე google.stanford.edu.
2. Google, როგორც კომპანია 1998 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა სამხრეთ კალიფორნიაში, სახლის გარაჟში.
3. Google წარმოდგება სიტყვიდან Googol(ქართულად გუგოლი). ეს ტერმინი აღნიშნავს რიცხვს, რომელიც 10-ის მე-100 ხარისხში აყვანით მიიღება.
4. Google დღეში 500 მილიონ სტუმარს ემსახურება და მილიარდობით ვებგვერდს აინდექსირებს.
5. 2004 წელს Google-მა აქციების გაყიდვა დაიწყო. მაშინ მისი აქციები $85-ად გაიყიდა, დღეს კი $525-ადაა შეფასებული.
6. Google-ის საერთო ღირებულება დაახლოებით 164 მილიარდი დოლარია.
7. Google-ში დაახლოებით 13,700 ადამიანია დასაქმებული
8. კომპანიას ერთი ”უცნაური ჩვევა” აქვს - ის თავის მომსახურე პერსონალს სთხოვს, სამუშაო დროის 20% დახარჯონ იმაზე ფიქრში, თუ კიდევ რა მომსახურება შეიძლება შესთავაზოს Google-მა მომხმარებელს.
9. 2000 წელს Google-მა ახალი სერვისი, Adsense, წარუდგინა მომხმარებელს - საკვანძო სიტყვებზე (Keywords) მიბმული რეკლამები. ანუ, Google სტუმარს აჩვენებდა რეკლამას, თუ ამ უკანასკნელის მიერ ჩაწერილი საძიებო სიტყვები შეეფერებოდა რეკლამის შინაარსს. ეს სერვისი დღესაც ფუნქციონირებს.
10. Google-ს (კონკურენტებისგან განსხვავებით) არასოდეს შეუწყვეტია გამოკვლევები საძიებო სისტემასთან დაკავშირებით. ამან განაპირობა მისი ლიდერობა საძჳებო სისტემების ბაზარზე.
11. Google-ის შემქმნელები, ლარი პეიჯი (Larry Page) და სერგეი ბრინი (Sergey Brin), თითოეული დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს ფლობს.
12. 2006 წელს Google-მ იყიდა YouTube, მსოფლიოში უდიდესი ვიდეო მიმოცვლის პორტალი, ცოტა ხნის შენდეგ კი შეიძინა DoubleClick, ერთ-ერთი უძლიერესი ინტერნეტ რეკლამების სერვისი.
13. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, Google ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ელ-ფოსტის სერვისს, Gmail-ს. აქვს შესანიშნავი ონლაინ ოფისი, პროგრამების ნაკრები, რომელშიც შესულია დედამიწის კოსმოსიდან დამთვალიერებელი სისტემა(Google Earth), სურათების დასათვალიერებელი და მოსაწესრიგებელი პროგრამა(Picasa), კალენდარი, ორგანაიზერი, GTalk(მეყსეული შეტყობინებების სისტემა), ფლობს ერთ-ერთ უდიდეს ბლოგების სისტემას Blogger.com და სხვა მრავალ მომსახურებას.

ასეთია კომპანია, რომელსაც ხშირად იშველიებენ, როგორც მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიწყო არაფრიდან და იშოვო მილიონები, თუმცა ასეთ გენიოსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ 1998 წელს ინტერნეტი ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამდა, დღეს კი სიტუაცია სულ სხვაგვარია :-)

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-09-2007, 13:50:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 3.5


გამოხმაურება

გარაჟი - გადახურული ადგილი ან შენობა ავტომობილების სადგომად ან შესაკეთებლად.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.

17-09-2007, 15:23:36 | domen

გარაჟი
არაა ქართული სიტყვა...
17-09-2007, 14:22:35 | lasha_t

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.