მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Meebo - ფანჯარა თავისუფლებისკენ.

ზუსტად 2 წლისა და 3 დღის წინ მსოფლიო აბლაბუდაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გამოჩნდა. Meebo - ჩატი ერთ ფანჯარაში. საიტზე შესვლისას თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი AIM, Yahoo, Google Talk, MSN, ICQ ან Jabber მესინჯერის ID და პირდაპირ ბროუზერის ფანჯრიდან დაუკავშირდეთ თქევნს მეგობრებს ამ მესინჯერებში. შესაძლებელია ყველა ერთად მესინჯერშე ერთად შესვლა, ერთ მესინჯერში 2, 3 ან, თუნდაც, 15 მეტსახელით შესვლა.. მოკლედ, სრული თავისუფლება!



სახელი Meebo(გამოითქმება, როგორც "მიბო") ნიშნავს... არაფერს! :-) როცა პროექტი გასაშვებად უკვე მზად იყო და სახელიღა რჩებოდა მოსაფიქრებელი, პროექტის ავტორებმა(ორმა ახალგაზრდამ - ზუსტად Google-ივით :-) კაფეში სადილობის დროს ხელსახოცზე ჩამოწერეს 50-მდე შესაძლო სახელი. ყოველი მათგანი იყო ორმარცვლიანი, ადვილად წარმოსათქმელი და ასევე ადვილად დასამახსოვრებელი. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 5 მათგანის შესაბამისი დომენი იყო თავისუფალი, ამ ხუთიდან კი საბოლოოდ Meebo აირჩა :-)

განვითარების ისტორია სტანდარტულია - ორი ახალგაზრდა ერთ-ერთის კუთვნილ შენობაში ათავსებს კომპანიის ოფისს და ინოვაციური იდეების და გადაწყვეტების და ბეჯითი შრომის შემდეგ მსოფლიო პოპულარობას აღწევს. დღეს Meebo-თი დღეში 100 მილიონამდე(!) შეტყობინება იგზავნება, კომპანია უკვე ნორმალურ ოფისშია განთავსებული და 25-მდე თანამშრომელს ითვლის.

მთავარი შესაძლებლობები უკვე ზემოთ დავწერეთ - Meebo საშუალებას იძლევა ერთდროულად ვიყოთ 6-მდე მესინჯერში ძალიან ბევრი მეტსახელით, ეს ყველაფერი კი ერთ ბრაუზერის ფანჯარაში ხდება! და რაც მთავარი უპირატესობაა - სამსახურში, სკოლაში, ბიბლიოთეკაში, ბანკში ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ინტერნეტი არის, მაგრამ დირექტორის წინდახედულების გამო მესინჯერების გამოყენება შეზღუდულია, შეგიძლიათ გვერდი აუაროთ ამ შეზღუდვას :) სწორედ ამიტომ დავარქვით Meebo-ს "ფანჯარა თავისუფლებიკენ".

დანარჩენი თვითონ ნახეთ:

http://www.meebo.com



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-09-2007, 17:41:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

კი მაგრამ, აქ რომ ესე ღიად ჩავწერ სახელს და პაროლს, ამითი სხვას არ ვაბარებ მათ?
18-11-2008, 15:59:51 | beka_sh

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.