COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » 4,0 გჰც - ეს არ არის ზღვარი Intel-ის 45 ნანომეტრიანი პროცესორებისთვის!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1586


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
4,0 გჰც - ეს არ არის ზღვარი Intel-ის 45 ნანომეტრიანი პროცესორებისთვის!

როგორც ვიცით, ინტელის პირველი 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი სამომხმარებლო ბაზარზე, დესკტოპებისთვის,  ნოემბერში გამოვა. პირველი ასეთი მოდელი იქნება QX9550 - ოთხბირთვიანი ექსტემალური მოდელი. აღსანიშნავია, რომ პროცესორის სიხშირე 3.0 გჰც იქნება. თუმცა, Penryn-ის პოტენციალი საკმაოდ დიდია. როგორც Fudzilla იტყობინება, ოვერლოკინგის მოყვარულები ადვილად შესძლებენ სიხშირის 4.0 გჰც-მდე გაზრდას მხოლოდ ჰაერის გაგრილების გამოყენებით.



რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სიხშირეს ადვილად მიაღწევენ როგორც 2 ბირთვიანი, ასევე 4 ბირთვიანი პროცესორებიც. ეს სიახლე განსაკუთრებით AMD-სთვისაა ცუდი, ისედაც ძლიერი Penryn კიდევ უფრო დიდ კონკურენციას გაუწევს AMD-ს ახალ პროცესორებს Barcelona არქიტექტურაზე.

Fudzilla-მ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გამოაქვეყნა. სარმუნო წყაროზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ინტელი დაინტერესდა 3-ბირთვიანი პროცესორების გამოშვებით. შეგახსენებთ, რომ AMD 3 ბირთვიანი პროცესორების გამოშვებას 2008 წლის დასაწყისში გეგმავს. თუმცა, 3-ბირთვიანი პროცესორების გამოშვებისთვის ინტელს, სავარაუდოდ, არქიტექტურული ცვლილება დასჭირდება განსხვავებით კონკურენტისაგან, რომელიც ტექნოლოგია AMD Direct Connect-ის საშუალებით 4 ბირთვიდან 1-ს უბრალოდ თიშავს :)

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-09-2007, 22:36:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.