მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft-მა საბოლოოდ წააგო სასამართლო პროცესი EC-სთან (ევროკომისია)

უკვე ყველამ იცის საქვეყნოდ ცნობილი სასამართლო პროცესის შესახებ, რომელიც ევროკომისიასა და მაიკროსოფტს შორის მიმდინარეობდა. სასამართლო პროცესი მიმართული იყო მაიკროსოფტის მონოპოლიის წინააღმდეგ. მაიკროსოფტის აპელაცია, რომელიც ევროკომიის 497  მილიონიანი ჯარიმასა და პროგრამების კოდის ნაწილის ღია კოდის პრინციპით კონკურენტებისთვის გადაცემის მოთხოვნას ასაჩივრებდა, უარყოფილი იქნა ევროსასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ.



სასამართლოს გადაწყვეტილება ასეთია: ”სასამართლო სრულად ეთანხმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მაიკროსოფტმა ბოროტად გამოიყენა თავისი მდგომარეობა.”

2004 წელს ევროკომისიის აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ მაიკროსოფტი ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას ოპერაციული სისტემების ბაზარზე (კომპანიის წილი 95%-ია) იმისათვის, რომ დანარჩენი კონკურენტები გაენადგურებინა. ევროკომისიამ აიძულა მაიკროსოფტი გამოეშვა Windows-ი Windows Media Player-ის გარეშე და კონკურენტებისთვის გადაეცა საჭირო ინფორმაცია იმისათვის, რომ მათ პროდუქტებს ვინდოუსთან უპრობლემოდ ემუშავათ. 2006 წლის ბოლოს ევროკომისიამ მაიკროსოფტი 280 მილიონი ევროთ დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება სრულად არ შეასრულა.

თავის მხრივ, კორპორაცია აცხადებს, რომ სასამართლოს ყველა მოთხოვნას შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაიკროსოფტს ახალი საჯარიმო სანქციების გადახდა მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, მისი ზოგიერთი საკითხის გასაჩივრება ევროსასამართლოში შეიძლება. როგორც მაიკროსოფტის მთავარი იურისტი აცხადებს, კორპორაციას ჯერჯერობით ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 02:36:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.