მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის 45 ნანომეტრული გეგმები

მოკლედ, 19 სექტემბერი ინტელის დღე გამოდგა :-D

როგორც ცნობილია, 2007 წლის მეოთხე კვარტალში AMD გამოუშვებს პირველ ოთხბირთვიან Phenom-ს, ხოლო 2008 წლის დასაწისში გამოვა პირველი სამბირთვიანი პროცესორები. შესაბამისად, კონკურენტ ინტელს უკვე მზად ჰყავს პირველი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული მეომარი, რომელიც იქნება QX9650 - ოთხბირთვიანი, ექსტერემალური სერიის წარმომადგენელი Penryn-ის ოჯახიდან.

როგორც ვიცით, ეს პროცესორი საზოგადოებას 12 ნომბერს წარუდგება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: სიხშირე 3,0 გჰც, 12 მბ მეორე დონის კეში (6 მბ თითოეულ ბირთვზე), მაქსიმალური ენერგომოხმარება – 130 ვატი.

ცხადია, ინტელი მხოლოდ ერთი პროცესორის გამოშვებით არ შემოიფარგლება. უკვე იანვრისთვის პენრინის ოჯახს შეავსებს შვიდი ახალი პროცესორი: სამი ორთხბირთვიანი Q9950, Q9450 და Q9300 და ოთხი ორბირთვიანი გადაწყვეტა E8500, E8400, E8300 და E8200. პროცესორების ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა პროცესორი აღჭურვილია 1333 მეგაჰერციანი სისტემური სალტით.



ესეც 45 ნანომეტრიანი პენრინების ტექნიკური მახასიათებლები:

მოდელი ბირთვების რაოდენობა  მახასიათებლები რელიზის თარიღი
QX9550 4
3,00 გჰც, 12 მბ კეში L2, TDP 130 ვატი
ნოემბერი. 2007 წელი
Q9550 4
2,83 გჰც, 12 მბ კეში L2, TDP 95 ვატი
იანვარი, 2008 წელი
Q9450 4
2,66 გჰც,  12 მბ კეში L2, TDP 95 ვატი
იანვარი, 2008 წელი
Q9300 4
2,50 გჰც, 6 მბ კეში L2, TDP 95 ვატი
იანვარი, 2008 წელი
E8500 2
3,16 გჰც, 6 მბ კეში L2, TDP 65 ვატი
იანვარი, 2008 წელი
E8400 2
3,00 გჰც, 6 მბ კეში L2, TDP 65 ვატი
იანვარი, 2008 წელი
E8300 2
2,83 გჰც, 6 მბ კეში L2, TDP 65 ვატი
იანვარი, 2008 წელი
E8200 2
2,66 გჰც, 6 მბ კეში L2, TDP 65 ვატი
იანვარი, 2008 წელი



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 03:37:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 4


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.