მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
4-ბირთვიანი Nehalem-ი LGA775-ზე: მუშა პროცესორი IDF 2007-ზე!

როგორც წინა ნიუსში გითხარით, უკვე არსებობს ინტელის მომავალი პროცესორის, Nehalem-ის მუშა ვარიანტი. ახალი პროცესორი მუშაობს LGA775 სოკეტზე, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, ვიფიქროთ, რომ ახალი ჩიფსეტები საჭირო არ იქნება. პირიქით, საჭირო იქნება ახალი სისტემური ჩიფსეტები და ეს იმის გამო, რომ Nehalem-ს ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი აქვს. ახალი ჩიფსეტების კოდური სახელი Catanga იქნება. Nehalem-ს აქვს ინტეგრირებული ოპერატიული მეხსიერების კონტროლერი და თითოეულ ბირთვზე შეიძლება გაიშვას ორი ნაკადი. ჯამში, 8-ბირთვიანი Nehalem-ი, 16 არხის გაშვებას შესძლებს. სწორედ ამის დემონსტრირება სურდა ინტელს.



სურათებზე წარმოდგენილია Nehalem სისტემის ორპროცესორიანი ვარიანტი. სწორედ ამიტომ ვხედავთ თექვსმეტ ნაკადს :)

პროცესორი ჯერ მხოლოდ სამი კვირისაა და დამზადებულია ინტელის ახალ 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით აღჭურვილ ორეგონის ფაბრიკაში.

როგორც პოლ ოტელინი აცხადებს ახალი ბირთვი და არქიტექტურა უფრო მეტ სიახლეს გვთავაზობს, რომელთა შესახებაც საზოგადოება მალე გაიგებს.

ასევე, დიდი თხოვნა იქნება, თუ წინა გვერდებზე განთავსებულ სიახლეებსაც წაიკითხავთ. უბრალოდ მხოლოდ IDF 2007-დან სიახლეები იმდენია, რომ ერთ გვერდზე არ ეტევა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 15:53:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.