მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Larrabee - ინტელი ვიდეო ჩიპების ბაზარზე შეიჭრა!

წლევანდელი IDF-ი საოცარი სიახლეებით გამოირჩევა! უკვე მიჭირს იმის განსაზღვრა, სად გადის ის ზღვარი, რომელსაც ინტელი ვერ გადასცდება.

როგორც ვიცით, ინტელ-მა გამოუშვა ახალი ჩიფსეტი X38. დღესდღეობით, ეს ჩიფსეტი ბაზარზე არსებულებს შორის უძლიერესია ყველა ასპექტში. ერთადერთი პრობლემა არის SLI-ს მხარდაჭერა. nVidia არ აძლევს უფლებას Intel-ს გამოიყენოს მისი ტექნოლოგია ახალ ჩიფსეტზე. თუ კომპანია დაუშვებს და პროცესორულ გიგანტს მისცემს უფლებას გამოიყენოს SLI ტექნოლოგია X38 ჩიფსეტზე, ამით სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს თავის Nforce 780a ჩიფსეტს, რომელიც მალე წარუდგება საზოგადოებას. მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორ კომპანიას შორის ურთიერთობის გაფუჭებას, შედეგად nVdia მოახერხებს და დიდ მეტოქეს გაიჩენს Intel-ის სახით.

IDF 2007-ზე, პოლ ოტელინიმ განაცხადა, რომ Larrabee მრავალბირთვიანი გრაფიკული გადაწყვეტა იქნება. ინტელს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია მუშა ჩიპი, თუმცა ცნობილია, რომ Larrabee გამოვა 2008 წელს და მისი წარმადობა იქნება ~ 1 ტერაფლოპი. ასეთი წარმადობის მქონე ჩიპების წარმოებას nVidia-ცა და  ATI-ც (უკვე AMD) 2008 წელში გეგმავენ.



ასევე, ოტელინიმ განაცხადა, რომ ახალ გრაფიკულ გადაწყვეტაში შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას იგივე პროგრამული მოდულები, რაც დღეს გამოიყენება.

მოკლედ, ვიდეო დაფების ბაზარზე კიდევ ერთი უდიდესი კომპანია გამოდის, nVidia-სა და AMD ATI-ს საქმე უფრო გაუუარესდათ, nVidia-ს კი განსაკუთრებით, რადგან უკვე 2 კონკურენტი ჰყავს, მათგან ერთის ფინანსური მდგომარეობა ისეთია, რომ მისი გაკოტრება თითქმის შეუძლებელია :)

ასევე, დიდი თხოვნა იქნება, თუ წინა გვერდებზე განთავსებულ სიახლეებსაც წაიკითხავთ. უბრალოდ მხოლოდ IDF 2007-დან სიახლეები იმდენია, რომ ერთ გვერდზე არ ეტევა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 16:39:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.