მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Steganography - პროგრამა სუპერ ჯაშუშებისთვის

ოდესმე არ გქონიათ სურვილი, გაგეგზავნათ რაიმე შეტყობინება მალულად? ისე, რომ მისი შინაარსი მხოლოდ ადრესატისთვის ყოფილიყო გასაგები? ძველად ამისთვის სპეციალურ ენას, შიფრებს, უაზრო სიმბოლოებს და რას აღარ იგონებდნენ, დღეს კი ერთი პატარა პროგრამა წყვეტს მთელ პრობლემას.

 მისი მეშვეობით ნებისმიერ ფაილში შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის და ზომის ფაილი ან შეტყობინება დამალოთ - კონტეინერი ფაილი მხოლოდ ზომაში იზრდება(საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ამასაც ვერ შეამჩნევს). დამალული ფაილების ამოღება ამ პროგრამითვე შეიძლება, მაგრამ მისი ქონა ყველაფერს ჯერ კიდევ არ ნიშნავს - ადრესატმა უნდა იცოდეს პაროლი, რომლითაც დაცულია დამალული ფაილები, სხვა შემთხვევაში ის ამ ფაილებს მაინც ვერ ნახავს :-)



პროგრამის ფანჯარა ორ ნაწილადაა გაყოფილი - მარცხენა სვეტში შეიძლება ავირჩიოთ კონტეინტერი ფაილი, რომელშიც დაიმალება სხვა ფაილები ან შეტყობინებები, დავმალოთ მასში ფაილები და/ან შეტყობინებები, დავადოთ მათ პაროლი(ეს აუცილებელი არაა) და შევინახოთ ჩვენი ნამუშევარი გასაგზავნად. მარჯვენა სვეტში კი მიღებული კონტეინტერი ფაილიდან დამალული ფაილების ამოღება შეიძლება, ოღონდ პაროლი უნდა იცოდეთ :-)

პროგრამასთან მუშაობა ძალიან მარტივია და ბაგებიც, პრაქტიკულად, არ აქვს. მხოლოდ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - თუ პროგრამა გამოაგდებს შეცდომას "Add Data Error!", მაშინ წაშალეთ ყველა დასამალი შეტყობინება სიიდან და ჩაწერეთ ისინი თავიდან, სხვა შემთხვევაში დაიმალება მხოლოდ ფაილები, შეტყობინებებს პროგრამა გამოტოვებს. არასასიამოვნო წვრილმანია, მაგრამ ფაქტია, ასეა საჭირო. ასევე ცოტა უსიამოვნო ნიუანსია ტექსტური შეტყობინების მიმაგრებისას უნიკოდის არქონა, მაგრამ შეგიძლიათ .txt ფაილში ჩაწეროთ სასურველი შეტყობინება, შესაბამის კოდირებაში შეინახოთ და ისე მიაბათ კონტეინტერ ფაილს :-)

სამწუხაროდ, პროგრამა Trial ვერსიაში მხოლოდ 7 დღე მუშაობს, ამიტომაც იძულებული ვართ, საინსტალაციოს კრეკიც მოვაყოლოთ. პროცედურა მარტივია - დააინსტალირეთ პროგრამა და მის საინსტალაციო საქაღალდეში გადაწერეთ Crack საქაღალდეში მყოფი ფაილი ”Steganography”(ამ დროს პროგრამა არ უნდა იყოს გაშვებული). ამის შემდეგ შეზღუდვა მოიხსნება.

ჩამოტვირთეთ აქედან

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 17:14:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.