მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
IDF 2007: Yorkfield-ი ოვერლოკირებულია 5.56 გჰც-მდე!

სან-ფრანცისკოში გამართულ IDF 2007-ზე Xtremesysytem.org-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას 4-ბირთვიანი Yorkfield-ის ოვერლოკინგის პოტენციალი წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ Yorkfield წარმოადგენს 4-ბირთვიან 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებულ გადაწყვეტას Penryn ბირთვზე. მწარმოებლის განცხადებით Yorkfield-ს ახასიათებს სანიმუშო ოვერლოკინგის პოტენციალი და 4 გჰც-ზე შეუძლია მხოლოდ ჰაერის გაგრილებით იმუშავოს.



დღეს საზოგადოების წინაშე წარსდგა Yorkfield-ის ბაზაზე აწყობილი სისტემა, რომელიც 5.56 გჰც სიხშირეზე მუშაობს. ეს მაჩვენებელი რეკორდულია 4 ბირთვიანი პროცესორებისათვის. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, პროცესორმა მოხსნა ყველა მსოფილიო რეკორდი შემდეგ ბენჩმარკებში: 3Dmark 2006 CPU და 3Dmark 2005 CPU, PCMark 2005 და Cinebench R10 (32-ბიტი). პროცესორი Super PI ტესტს 8 წამში ამთავრებს! აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი წარმადობა მხოლოდ პროცესორის დამსახურება არაა. ამაში დიდი წვლილი მიუღვის ახალ X38 ჩიფსეტსაც. ამ ტესტირებების შედეგად, ნათელი გახდა, რომ X38 ჩიფსეტი ნამდვილად გაამართლებს მოლოდინს და უპირველესი არჩევანი იქნება High-End სისტემების აწყობისას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილ ტესტირებაში გამოიყენებოდა გაგრილების 3-კომპრესორიანი სისტემა, რომელიც პროცესორს -160 გრადუს ცელსიუსზე აგრილებდა :)

ასევე, დიდი თხოვნა იქნება, თუ წინა გვერდებზე განთავსებულ სიახლეებსაც წაიკითხავთ. უბრალოდ მხოლოდ IDF 2007-დან სიახლეები იმდენია, რომ ერთ გვერდზე არ ეტევა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 17:21:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.