COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Moorestown - ძლიერი კონკურენტი Apple iPhone-ს

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1601


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Moorestown - ძლიერი კონკურენტი Apple iPhone-ს

მოკლედ, წელს ინტელი ყველა სფეროში შეიჭრა, სადაც შეეძლო :-D IDF 2007-ზე ცნობილი გახდა, რომ ინტელი UMPC პლაფორმის ბაზარზეც შეიჭრა, თუმცა კონფერენციაზე ეს ტერმინი არ გამოუყენებიათ. ინტელის წარმომადგენელმა ანანდ ჩანდრასეკერმა ახალ აპარატურას MID Mobile Internet Device უწოდა. Moorestown-ში (ასე ერქმევა ახალ აპარატურას) ინტეგრირებული იქნება უმავთულო ქსელის ტექნოლოგიები Wi-Fi და WiMAX.



შედარებით დიდი ჩიფსეტია Menlow, რომელიც 2008-ში გამოვა, მაგრამ უფრო საინტერესოა Moorestown, რომელიც ინტელს საშუალებას მისცემს, დაამზადოს iPhone-ის მსგავსი აპარატურა და კონკურენცია გაუწიოს ამ უკანასკნელს.

ასევე, ინტელმა განაცხადა, რომ Moorestown, Idle რეჟიმში 10-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სხვა მსგავსი აპარატები, რაც ძალიან მშივნელოვანია.

Menlow აღჭურვილი იქნება 45 ნმ high-k პროცესორით Silverthorne, ხოლო Moorestown გამოვა 2009-ში და თავის წინამორბედს შეცვლის.

IDF-ზე წარმოდგენილი იყო მუშა პროტოტიპი. საინტერესო ისაა, რომ აპარატს არ გააჩნია არცერთი ღილაკი.

ასევე, დიდი თხოვნა იქნება, თუ წინა გვერდებზე განთავსებულ სიახლეებსაც წაიკითხავთ. უბრალოდ მხოლოდ IDF 2007-დან სიახლეები იმდენია, რომ ერთ გვერდზე არ ეტევა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2007, 18:23:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.