მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Caucasus Online ევროპულ ინტერნეტს გვპირდება
Caucasus Online-მა კომპანია Tyco Telecommunications-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2008 წლის სექტემბერში საქართველო პირდაპირ დაუკავშირდება ევროპას (დღეს ინტერნეტს რუსეთის ან თურქეთის გავლით მომავალი მაგისტრალებიდან ვიღებთ) საკუთარი ინტერნეტ-ხაზით, რომლის გამტარობაც იქნება 1.3 ტერაბიტი, ანუ 1300 გიგაბიტი! პროექტის ღირებულებაა 50 მილიონი დოლარი. გთავაზობთ ოფიციალურ, Caucasus Online-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ამ საკითხზე.

კაუკაზუს ონლაინი, ქართული ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია, უპროცედენტო ინევესტირებას ახორციელებს ქართული ინტერნეტის განვითარების საქმეში.

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, კავკასუს ონლაინმა და კომპანიამ Tyco Telecommunications-მა, წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში, მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, Tyco Telecommunications იღებს ვალდებულებას ზუსტად ერთ წელიწადში შავ ზღვაში ფოთსა და ვარნას შორის დაამონტაჟოს წყალქვეშა ოპტიკური სისტემა, რომელიც გზას უხსნის “ევროპულ ინტერნეტს” საქართველოში. პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა დასრულდება და სისტემა გაიმართება 2008 წლის სექტემბერში.
1400 კილომეტრიანი უნიკალური მახასიათებლების მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გამტარობა 1,3 ტერაბიტი იქნება. კაბელი, რომელიც სპეციალური დამცავი საშუალებებით იქნება აღჭურვილი, აშშ-სა და ინგლისს შორის არსებული მთავარი ინტერნეტ მაგისტრალის გამტარობაზე მაღალი მოცულობითა და სიჩქარით გამოირჩევა და მესამე თაობის კომუნიკაციების მომსახურებასაც შეძლებს.

კაუკაზუს ონლაინში აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კომპანიას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხე, ქალაქი და რაიონები მოიცვას, არამედ ევროპული ინტერნეტი მთელს კავკასიასა და კასპიის ქვეყნებს მიაწოდოს. ინტერნეტის ქართველი მომხმარებელი მაღალი ხარისხის ევროპულ ინტერნეტ-მომსახურებას ევროპიდან ერთი წლის შემდეგ დასავლეთ ევროპიდან მიიღებს, რუსეთისა და თურქეთის გვერდის ავლით.

"კავკასუს ონლაინის" გენერალური დირექტორის მამია სანადირაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება ქართული ინტერნეტის განვითარების სრულიად ახალი ეპოქის დასაწყის ნიშნავს. "ქართველმა ინტერნეტ - მომხმარებელმა დაიმსახურა ჰქონდეს მაღალი სისწრაფის ხარისხიანი ინტერნეტი. აქამდე ჩვენ ვერ ვახერხებდით სრულყოფილად დაგვეკმაყოფილებინა ინტერნეტით დაინტერესებული პირები. ევროპული ინტერნეტი შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვაძლევს", - აღნიშნა მამია სანადირაძემ.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-09-2007, 16:08:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2


გამოხმაურება

აუ რა ნაგარი იქნება ეგ ინტერნეტი, მაგრამ დზვირი ეგირება????
29-01-2008, 20:18:45 | sandrooo

კი მაგრამ ღირებულება რა იქნება ნეტა იქნებ გაგვაგებინოთ ძალიან გთხოვთ
02-11-2007, 21:07:47 | pacheqsa

afrikeli
როგორც ამბობენ, ამან ინტერნეტის ხარჯი პროვაიდერის მხარეს სადღაც 100-ჯერ უნდა შეამციროს და იმედია, ეს ფასებსაც დაეტყობა..
03-10-2007, 15:22:17 | domen

ეს ინტერნეტი კი კაი იქნება მაგრამ მაგის დედაც ვატირე თუ თვეში 500 $ ვიხადე. მაშ
02-10-2007, 12:42:44 | afrikeli

ჩემი აზრით ვისტა ბევრად ჯობია XP-ს . პროგრამებტან უპრო რბილად და სწრაფად მუშაობს, კარგი ინტერფეისი, ვერი რამე დამატებული ..... მოკლედ ოპერატიული არ მყოფნიდა თორე არაფრის დიდებით აღარ ჩავწერდი XP-ს. ია ზა VISTA
24-09-2007, 22:06:48 | sergi_1

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.