მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Apple "კლანჭებს აჩენს" - გატეხილი iPhone განახლებისას აღარ იმუშავებს

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ შესაძლებელია, iPhone სპეციალური პროგრამების დახმარებით ვამუშაოთ ნებისმიერი მობილური კავშრგაბმულობის ოპერატორი კომპანიის ქსელში. და რადგანაც ასეთი გზა არალეგალურად თითქმის არსად ითვლება (პრინციპით ”ტელეფონი პატრონისაა და რასაც უნდა, იმას უზამს”), ასეთმა პროგრამებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ამან კი, რაღა თქმა უნდა Apple-ის შემოსავლები არ გაუზრდია.

აქამდე კომპანია მხოლოდ ცდილობდა, რომ განახლებების დაინსტალირების შემდეგ iPhone-ს კვლავ მხოლოდ AT&T-ს ქსელში ემუშავა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ სიტუაცია შეიცვალა.



Apple-მა განაცხადა, რომ გატეხილ iPhone-ზე განახლებების დაინსტალირების შემდეგ თუ მომხმარებელი iTunes ონლაინ მუსიკალურ საწყობს მიმართავს, ტელეფონი უბრალოდ... გაფუჭდება :-) ”როგორ, ეს ხომ კანონს ეწინააღმდეგება?” - ასეთი კითხვის გაჩენა Apple-მა გაითვალისწინა და პასუხიც გამზადებული აქვს - განახლება ძალით არაფერს აფუჭებს, ეს თვითონ გამტეხი პროგრამები იწვევენ ტელეფონის პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზების გაჩენას, და ეს იწვევს ზემოთ აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ ტელეფონის გაფუჭებას. ამას რამდენად დაეჯერება, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია :-)

ჯონ მაკლოჰინი (John McLaughlin) ერთ-ერთი მათგანია, ვინც iPhone-ისთვის გამტეხავ პროგრამებს წერს. მან Apple-ს ამ მოქმედებას ”დაშინების ტაქტიკა” უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, iPhone-ს მფლობელებს არაფრის უნდა ეშინოდეთ - გატეხილი ტელეფონის პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად დიდი ძალისხმევა არაა საჭირო. უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფაც მალე გამოჩნდება.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-09-2007, 16:12:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.