მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Vista Ultimate Extras - Microsoft შეცდომას ასწორებს

როგორც ვიცით, Microsoft იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხმარებელზე, თავისი ახალი ოპერაციული სისტემის ძალიან ბევრ ნაირსახეობას გვთავაზობს - Starter ვერსიიდან, რომელსაც თითქმის არაფერი შეუძლია, Ultimate ვერსიამდე, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. ამ ”ყველაფრის” სია კი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება - ფაილების შენახვა-აღდგენისთვის საჭირო უტილიტების სრული ნაკრები, BitLocker ტექნოლოგია, Windows Fax & Scan და რაც მთავარია - Ultimate Extras.

 სამწუხაროდ, სახელი უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე არსი - მის ქვეშ აქამდე თითქმის არაფერი იგულისხმებოდა და Microsoft მხოლოდ ბოდიშებით და დაპირებებით ”ტენიდა” მომხმარებელს, მაგრამ ცოტა ხნის წინ პირველი წინგადადგმული ნაბიჯებიც გამოჩნდა.



"პირველი მერცხალი" Windows DreamScene გახლავთ. მისი დანიშნულება ძალიან მარტივია - მისი დაყენების შემდეგ შეგიძლიათ ფონად არა მარტო სურათი, არამედ ვიდეო კლიპიც აირჩიოთ. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ”რაღაც განსაკუთრებულია”, მით უმეტეს, რომ უამრავი პლეერი კარგა ხანია იძლევა საშუალებას, ფილმი დესკტოპის ფონად დავაყენოთ და ისე ვუყუროთ. ეს არც ისეთი ფუნქციაა, რომლის ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებაც უფრო კომფორტულს გახდიდა მუშაობას, ასე რომ... ეს უბრალო ”ძვალია” მომხმარებლებისთვის, რომ ცოტა ხნით გაჩერდნენ და მომდევნო სიახლეებს დაელოდონ.



"მეორე მერცხალი" Windows Hold'Em გახდა. აქაც არაფერი განსაკუთრებული - ჩვეულებრივი პოკერის თამაში. ამას მოჰყვა Windows BitLocker Drive Preparation Tool, რომელიც Windows Mobile-ზე მომუშავე მოწყობილობებს დაეხმარება BitLocker drive encryption tool-თან მუშაობაში.



მოკლედ, Microsoft, დიდი ხნის ცდის შემდეგ, იწყებს დაპირებული "Ultimate Extras" გამოშვებას. იმედია, ახლო მომავალში უფრო საინტერესო დანამატებს ვიხილავთ :-)

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-09-2007, 17:41:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.