მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ი ფიქრობდა, რომ Barcelona მობილური პლატფორმაც იქნებოდა...

ინტერნეტ რესურსმა, Fudzilla.com-მა განაცხადა, რომ მათ გადახედეს სან-ფრანცისკოში გამართულ IDF 2007-ის ინტერვიუებს და საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. მათ იპოვნეს Molly Eden-ის, ინტელის ლეპტოპების განყოფილების ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი AMD-ს გეგმების შესახებ.

Molly Eden-მა განაცხადა, ინტელი ნამდვილად ფიქრობდა, რომ Barcelona მობილურ პლატფორმაშიც იქნებოდა რეალიზებული, თუნდაც მხოლოდ ორბირთვიან ვარიანტში. ამის გამო ინტელმა განასაკუთრებული ყურადღება დაუთმო მობილურ პლატფორმას, რათა ლიდერობა შეენარჩუნებინა ამ ბაზარზე. თუმცა, მას შემდეგ რაც ინტელმა საბოლოოდ გაიგო, რომ AMD-ს ახალი მობილური პლატფორმა Griffin მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესებული K8-ა, კომპანია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მობილურ პლატფორმაში Penryn-ს 2008 წელს კონკურენციას AMD ვერ გაუწევს, შესაბამისად, ამ სექტორში ინტელი ისევ ლიდერი იქნება.

ინტელი მობილურ პლატფორმაში ლიდერობას მუდმივად ინარჩუნებდა, ეს უცხო არ არის, AMD ამ სექტორში ინტელს ყოველთვის უთმობდა და ახლაც უთმობს.

შეიძლება იფიქროთ, რომ AMD-მ მობილურ პლტფორმაში Griffin-ის გამოშვებით სისულელე ჩაიდინა. შესაძლოა, ეს ასეცაა, თუმცა, როგორც ადრე დავწერეთ, Barcelona-ს არქიტექტურა და 65 ნანომეტრული ტექნოპროცესი დიდ ტექნოლოგიურ წუნთანაა დაკავშირებული. ასევე, Barcelona, Penryn-თან შედარებით საკმაოდ დიდი ჩიპია. ანუ, მე ვფიქრობ, რომ AMD-მ ან უბრალოდ ვერ მოახერხა Barcelona-ს მობილური პლატფორმის შესაბამისად მოდიფიცირება ან ეს ვერ გააკეთა ფინანსური პრობლემების გამო (დიდი ტექნოლოგიური წუნი ისედაც დიდ წაგებას ნიშნავს).





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-10-2007, 23:08:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.