Yorkfield 3.2 გჰც-ს 1600 მჰც-იანი სისტემური სალტე (FSB) ექნება!
როგორც უკვე იცით, ინტელის სტანდარტული გეგმის მიხედვით, კომპანია გეგმავდა 12 ნოემბერს გამოეშვა QX9650, 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორი პენრინის ოჯახიდან, 12 მბ კეშ მეხიერებითა და 1333 მჰც-იანი სისტემური სალტით. თუმცა, ინტელმა გეგმები ოდნავ შეცვალა და გადაწყვიტა, რომ QX9650-თან ერთად გამოუშვას მისი უფროსი ძმა, კოდური სახელით - DT C2QXEE 3.2G, რომელიც 3.2 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და უმცროსი ძმისგან განსხვავებით ექნება 1600 მჰც-იანი სისტემური სალტე. ახალი სისტემური სალტის ოფიციალური მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ X38 და X48 ჩიფსეტებს ექნებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესორი არ იმუშავებს P35 ჩიფსეტზე, უბრალოდ, მაღალი სისტემური სალტის სიხშირის ხელით დაყენება მოგიწევთ :) მოკლედ, დიდი ბრძოლისათვის წინასწარი მზადება საკმაოდ დიდი ტექმპით მიმდინარეობს, ჩვენ კი ველოდებით 12 ნომბრის მოსვლას და ბრძოლის შედეგებს.... ბეჭდვითი ვერსია | 03-10-2007, 16:02:00 | Power_VANO |
ეეეეჰ, მეც ვიყიდე კომპიუტერი 1 წლის უკან და ახლა რომ ახალ მოდელებს ვუყურებ აღარ მომწონს ჩემი, მაგრამ მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ხომ იცით? . . . .