მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
გამოცვლილი სერვერი

1 კვირიანი შესვენების შემდეგ ჩვენი საიტი ისევ ამუშავდა, დაგეგმილი სერვერის შეცვლა წარმატებით დასრულდა, თითქოს და ყველაფერი წესრიგშია, თუმცა შეიმჩნევა პატარა წამბორძიკებები, რაც ჯერჯერობით გამოწვეულია ბირთვის დაუხვეწაობოთ და ასევე ბაზების ქეშირება არ არის ბოლომდე ამუშავებული. რამდენიმე საათში ბაზების ქეშირება საბოლოოდ დასრულდება, სავარაუდოდ ბაზების გამო შეფერხებები აღარ იქნება, რაც შეეხება მთლიანად საიტის ოპტიმიზაციას, მას რამდენიმე დღეში დავამთავრებთ.

შეგახსენებთ რომ დაგეგმილი სერვერის შეცვლა უნდა ჩატარდეს 3 ეტაპად. ჯერჯერობით ჩატარდა პირველი ეტაპი, 1 კვირაში იქნება მეორე ეტაპი და შემდეგ კიდევ 1-2 კვირაში საბოლოო მესამე ეტაპი. ყოველი ეტაპი გარკვეული საქმისთვისაა საჭირო, დიდი ფინანსები ჩვენ არ გვაქვს, ასე რომ ნაწილ ნაწილ იცვლება ყველაფერი, ამჯერად შეიცვალა პროცესორული სიმძლავრე და თვითონ სერვერი. მეორე ეტაპზე იგეგმება გარდამავალი განახლება, რომელიც დიდ წინსვლას არ მოგვცემს, აი მესამე ეტაპი კი საბოლოოდ გაზრდის ვინჩესტერის მოცულობას და მეხსიერების რაოდენობას.

მაშ ასე ადმინისტრაცია საიტის აღდგენაზე აგრძელებს მუშაობას, რამდენიმე წუთში (ან მაქსიმუმ 1-2 საათში) აღდგება ფორუმის მუშაობაც, შემდეგ შემოგთავაზებთ რამდენიმე ახალ სტატიას რომელიც ამ უქმე დღეებში მომზადდა, ზოგი ჩვენი მკითხველების მიერ, ზოგი კი საიტის ადმინისტარციის მიერ. მანამდე კი დიდი თხოვნა იქნება საიტზე ისეირნოთ იქეთ-აქეთ, ეს მონაცემთა ბაზების ქეშირებას გააძლიერებს, როს გამოც რამდენიმე საათში ნავიგაცია საიტზე შედარებით იოლი იქნება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-10-2007, 17:41:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

გვეშველა!

არის, ვისეირნო საიტზე!
22-10-2007, 20:14:52 | domen

ვააა როგორც იქნა...კაია!

დიდება კომპინფოს დაბრუნებას... :)

22-10-2007, 18:05:19 | datamik

ძალიან კარგი დაილოცეთ ja_ja, და პოსტები ხომ არ დაიკარგება მეორე და მესამე ეტაპზე? თამამად შემიძლია გავპოსტო?
ძლივს არ გვეღისა საკაიფოდ ამუშავებული საიტი!
მთელ საიტს მოვივლი!
P. S.
ეს SQL-ს რითი ეხმარება?
ანუ ამით გაიტესტება?
22-10-2007, 18:01:32 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.