მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Wolfdale 45nm 3.16 გჰც = Core 2 Duo E8500

როგორც იცით, ინტელი 12 ნოემბერს ახალ 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ პროცესორებს გამოუშვებს, Penryn-ის ოჯახიდან. თუმცა ნოემბერში წარმოდგენილი პროცესორები იქნებიან eXtreme Edition ოჯახის წარმომადგენლები, შესაბამისად მათი ფასი 999$ და 1300$ იქნება. ხოლო რაც შეეხება ჩვენთვის მისაღებ სამომხმარებლო ბაზარს, ამ ბაზრისთვის პროცესორები 2008 წლის იანვარში გამოვა.

ამასობაში, არსებულ პროცესორებზე ფასები კიდევ უფრო ეცემა. E6850 უკვე 235 ევრო ღირს. ამერიკაში ამ პროცესორს 270$-ად იშოვნით. რაც შეეხება ახალ პროცესორს, Core 2 Duo E8500 გამოსვლისას 270$ ეღირება და ყველზე სწრაფი ორბირთვიანი პროცესორი იქნება ბაზარზე.



საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება მისი უმცროსი ძმა E8400-იც. ეს პროცესორი იმუშავებს 3 გჰც სიხშირეზე და მისი ფასი გამოსვლისას იქნება 190$.

თანაც არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი იანვარში მოხდება, ანუ სულ რაღაც 2-3 თვეში.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-10-2007, 21:07:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.