QX9775 და QX9770 - ექსტრემალური მოდელები 3.2 გჰც სიხშირეზე
2008 წლის პირველ კვარტალში, ინტელი გეგმავს, გამოუშვას ორი პროცესორი eXtreme Edition ოჯახიდან, ესენი იქნებიან QX9775 და QX9770. ორივე მათგანი იმუშავებს 3.2 გჰც სიხშირეზე, ექნებათ FSB 1600 მჰც. ორივე პროცესორს ექნება 12 მბ კეშ მეხსიერება და 4 ბირთვი. ერთადერთი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ QX9775-ს ექნება socket 771-ის მხარდაჭერა და SkullTrail პლატფორმისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო QX9770-ი LGA775-ზე იმუშავებს. ორივე პროცესორი განკუთვნილი იქნება 12 ნოემბერს გამოშვებული QX9650-ს შესაცვლელად, რომელიც 3 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და FSB 1333 მჰც-ის მხარდაჭერა ექნება. ბეჭდვითი ვერსია | 23-10-2007, 21:15:00 | Power_VANO |