COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Skulltrail პლატფორმას Quad SLI-ს მხარდაჭერა ექნება!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1617


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Skulltrail პლატფორმას Quad SLI-ს მხარდაჭერა ექნება!

ჯერჯერობით nVidia მხოლოდ Triple SLI-ს ამუშავებას ახერხებს, მაგრამ თუ კომპანია Quad SLI-სთვის შექმნის დრაივერს, Skulltrail პლატფორმას ამ ტექნოლოგიის სრულფასოვანი მხარდაჭერა ექნება.

Image

შეგახსენებთ, რომ Skulltrail მაღალწარმადობიანი, ორპროცესორიანი გადაწყვეტაა, ძირითადად ენთუზიასტებისა და გეიმერებისთვის.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით, ახალ პლატფორმას არ ექნება Quad Crossfire-ის მხარდაჭერა (შესაძლოა, საერთოდაც არ ჰქონდეს).

Skulltrail პლატფორმას აქვს 8 გბ FBDIMM და Socket 771-ზე მომუშავე პროცესორების მხარდაჭერა. შესაბამისად, საუკეტესო არჩევანი ახალი პლატფორმისთვის იქნება QX9775, რომელიც 3.2 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და FSB 1600-ის მხარდაჭერა ექნება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-10-2007, 21:24:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.