მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Silverthorne 3 ვერსიად გამოვა

ინტელის ახალი პროცესორი მინი-აპარატურისათვის, Silverthorne 3 ვერსიად გამოვა. ესენია: SV ანუ standard Voltage, MV ანუ Mid/Medium Voltage და LV ანუ low Voltage versions. როგორც ხედავთ, დაყოფა ვოლტაჟისა და ენერგომოხმარების მიხედვით მოხდა.

Image

SV ვერსია იმუშავებს მაქს. 1.86 გჰც სიხშირეზე ხოლო მისი მინიმალური სიხშირე იქნება 1.33 გჰც, ხოლო FSB იქნება 533 მჰც. TDP (ენერგომოხმარება) კი 2 ვატი. MV ვერსია შედარებით დაბალ სიხშირეზე 1-1.1 გჰც-ზე იმუშავებს, 400 მჰც-იანი FSB-თი და 1 ვატიანი TDP-თი.

და ბოლოს, LV ვერსია იმუშავებს უფრო დაბალ, 600-900 მჰც სიხშირეზე, ექნება ასევე 400 მჰც-იანი FSB-ს მხარდაჭერა და 0.6 ვატიანი TDP. ასევე, ჭორის დონეზე არსებობს ინფორმაცია, რომ Silverthorne-ს HyperThreading-ის მხარდაჭერაც ექნება, რაც საკმაოდ დადებითი იქნება.

ახალ პროცესორს ასევე ექნება SSE3-ის, XD bit-ის, VT-სა და რაც ყველაზე საიტერესოა IA64-ის მხარდაჭერა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-10-2007, 02:28:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.