მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
K10 სავარაუდოდ უფრო იაფი ეღირება, ვიდრე Core 2 Quad

რამდენიმე სანდო წყარომ განაცხადა, რომ ერთი და იმავე სამუშაო სიხშირის შემთხვევაში AMD-ს ახალი პროცესორები უფრო იაფი ეღირება, ვიდრე ინტელის 4-ბირთვიანი პენრინის პროცესორები.

Image

ეს AMD-სთვის საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ერთნაირ სიხშირეზე მისი პროცესორები კონკურენტის პროცესორებს აჯობებენ წარმადობაში.

თუ AMD ერთნაირ სიხშირეზე ინტელის 45 ნმ პროცესორებთან წარმადობაში ბრძოლას წააგებს, კომპანიას მოუწევს პროცესორებზე ფასების კიდევ უფრო დაწევა.



საერთოდ, სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ითქვას, რომ AMD-ს სხვა გზა აღარც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროცესორების ბირთვი უფრო დიდია პენრინთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებაც უფრო ძვირი ჯდება და ტექნოლოგიური წუნიც დიდია 65 ნმ ტექნოლოგიაზე გაკეთებული Native-Quad Core-ს გამო, კომპანიას მაინც უწევს თავისი პროცესორები კონკურენტის პროდუქციასთან შედარებით უფრო იაფად გაყიდოს. სხვა შემთხვევაში, ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელი იქნება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-10-2007, 02:39:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.