მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ორბირთვიანი Celeron 2008 წლის პირველ კვარტალში გამოვა!

დიახ, სათაური სწორად წიკითხეთ :) სელერონი ბაზარს უბრუნდება. 2008 წლის პირველ კვარტალში ინტელი გეგმავს გამოუშვას პირველი ორიბირთვიანი სელერონი, E1200, რომელიც იმუშავებს 1.6 გჰც სიხშირეზე. პროცესორს ექნება FSB 800 მჰც-ის მხარდაჭერა და 512 კბ კეში.

Image

ახალი სელერონი აწყობილი იქნება ამჟამინდელ Conroe ბირთვზე და მისი მაქსიმალური ენერგომხმარება იქნება 65 ვატი. თუ პროცესორის სპეციფიკაციას კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ახალი პროცესორი E2140-ია, მხოლოდ განახევრებული კეშ-მეხსიერებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად განვაცხადოთ, რომ ახალი სელერონი საკმაოდ ადვილად და კარგად ოვერლოკირებადი იქნება.

პროცესორი იმუშავებს ნებისმიერ არსებულ და მომავალში გამოსულ დედაპლატაზე, რომელსაც ექება Conroe ბირთვის მხარდაჭერა (ანუ იმუშავებს ყველა დედაპლატაზე, რომელზეც ახლა Core 2 პროცესორები მუშაობენ) და უპირველესად განკუთვნილი იქნება ეკენომ-კლასის კომპიუტერების.

უფრო სწრაფი პროცესორების გამოშვება 2008 წლის მეორე კვარტლამდე არ იგეგმება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-10-2007, 18:59:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.