მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Phenom X4 vs Yorkfield (Penryn): ტესტი Crysis-ში

Expreview-მ მოახერხა და ხელში ჩაიგდო AMD Phenom X4 და Intel Core 2 Duo QX9650 (Yorkfield, Penryn-ის ოჯახიდან). რა თქმა უნდა, ორივე პროცესორი ტესტირებულ იქნა. ტესტირება ჩატარდა ახლადგამოსულ Crysis Demo-ში.

Image vs. Image

შედარებისთვის, ტესტირება გაიარეს Intel Core 2 Duo E6850 და Core 2 Extreme QX6850-მაც. ასევე, იმის გამო, რომ ინტელის ჩიპები ამდ-სთან შედარებით უფრო მაღალ სიხშირეზე მუშაობენ, Phenom X4 ოვერლოკირებული იქნა 3 გჰც სიხშირემდე.

თუმცა, ტესტირება მაინც არ გამოვიდა მთლად სამართლიანი, რადგან AMD-ს პროცესორი ოპერატიულ მეხსირებას 375 მჰც სიხშირეზე ამუშავებდა ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერის ლიმიტების გამო (ინტელის პროცესორები ოპ. მეხსიერებას 400 მჰც სიხშირეზე ამუშავებდნენ).



Phenom X4 ტესტირებულ იქნა RD790 ჩიფსეტზე აწყობილ დედაპლატაზე, ინტელის პროცესორები კი P35-ზე აწყობილ დედაპლატაზე. ვიდეო სისტემად გამოყენებული იყო 8800 GTX.

რაც შეეხება ტესტირების შედეგებს, ისინი არც თუ ისე ცუდად გამოიყურებიან AMD-სთვის. როგორც ჩანს, ახალი პროცესორები ინტელის პროცესორებს ერთსა და იმავე სიხშირეზე რეალურ კონკურენციას გაუწევენ. მაგრამ არის ერთი პრობლემაც, Phenom X4 უფრო ნელია, ვიდრე Core 2 Duo E6850 (2 ბირთვიანი პროცესორი).

ესეც ტესტირების შედეგები:

 

Intel E6850:

Intel QX6850:

Intel QX9650:

AMD Phenom X4:

მოკლედ, ბრძოლა დაიწყო, ველოდებით პროცესორების საბოლოოდ ბაზარზე გამოსვლას და სრულფასოვან ტესტირებებს. შეგახსენებთ პროცესორების გამოსვლის თარიღებსაც:

Intel QX9650:12 ნოემბერი, 2007
AMD Phenom X4:20 ნოემბერი, 2007 (თუმცა, შესაძლოა, ამ თარიღმა ცოტა გადაიწიოს).



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-10-2007, 22:49:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.