მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Opera დიდი ნახტომისთვის ემზადება

Opera Software–მა, რომელიც ცნობილია ამავე სახელწოდების ბრაუზერის წარმოებით, განაახლა თავისი Kestrel ბეტა ვერსიამდე. ამ ვერსიაში, როგორც საერთოდ ხდება, გასწორებულია "ტონობით" შეცდომა, რაც მეტ სისწრაფეს, დაცულობას და სტაბილურობას სძენს ამ ისედაც საუკეთესო ბრაუზერს. თუმცაღა, განახლების მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, Opera–მ კიდევ ერთი ძალიან კარგი ფუნქცია – Opera Link შეიძინა.

კაცმა რომ თქვას, ეს ფუნქცია ისედაც იყო ალფა ვერსიაში, მაგრამ იმდენა გატენილი შეცდომებით, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ნერვების აშლით მთავრდებოდა :–) ამ ვერსიაში კი, როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, ყველაფერი კარგადაა. თვითონ სერვისის არსი კი შემდეგში მდგომარეობს:

 



ალბათ ბევრი იყენებთ მობილურ ტელეფონს ინტერნეტში სასეირნოდ, სტაჟიან მომხამრებლებს კი აუცილებლად ექნებათ გამოვლილი სიტუაცია, როცა გვინდა კომპიუტერში ნანახი ვებ–გვერდის მისამართი გადავიტანოთ მობილურში შემდგომი გამოყენებისთვის, მაგრამ ეს მისამართი ძალიან გვძელია და ჩვენ თითების მტვრევა გვიწევს.. დღეიდან ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ, Opera Link სწორედ ამ პროცედურის გამარტივებას ემსახურება.

პრინციპი მარტივია: თუ ჩვენ გვინდა ვებ-გვერდის მისამართი კომპიდან მობილურ მოწყობილობაზე გადატანა, ვინახავთ მას ერთი წკაპით ჩვენს ონალიან საცავში (მას Opera უზრუნველყოფს) და მობილური მოწყობილობიდან ვაკეთებთ მასთან სინქრონიზაციას. შედეგად ვებ–საიტის მისამართ(ებ)ი, რაც არ უნდა გრძელი იყოს ის, ერთ წკაპით ხვდება კომპიდან მობილურ მოწყობილობაზე.

მოკლედ, ესეც ბმული, http://www.opera.com/products/desktop/next/  დანარჩენი თვითონ ნახეთ :–)

P.S. სხვათა შორის, იცოდით, რომ Opera "მოწინავეს" ნიშნავს? :–)

P.P.S. სიახლე დაწერილია/გამოგზავნილია Domen-ის მიერ, უბრალოდ დროის სიმცირის გამო გამოგზავნა ვერ მოახერხა და მე დავპოსტე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-10-2007, 23:18:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.