მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Phenom X4 GP-7000 VS Athlon 64 X2 6400+

ერთ-ერთმა ტაივანურმა ბლოგმა მოახერხა AMD Phenom X4 GP-7000-ის ხელში ჩაგდება და, რა თქმა უნდა, ჩაატარა ტესტები. ახალი პროცესორი შეადარეს Athlon 64 X2 6400+-ს, თუმცა ტესტების შედეგები არც თუ ისე კარგია...

ამ ორი პროცესორის შედარება არც ისე სამართლიანია, რადგან Phenom X4 GP-7000 მხოლოდ 2.0 გჰც-იანია და აქვს 4 ბირთვი, ხოლო Athlon 64 X2 6400+ მუშაობს 3.2 გჰც-ზე და აქვს 2 ბირთვი.

Image


დედაპლატა აწყობილი იყო AMD RD790 ჩიფსეტზე. მეხსირებად გამოყენებულ იქნა 2 გბ Corsair DDR2-1066, ხოლო ვიდეო დაფად - 8600 GT.



ტესტების შედეგების მიხედვით ახალი Phenom X4 GP-7000 არც ისე კარგად გამოიყურება. პროცესორმა წააგო ყველა ტესტი PCMark 05-ში, წააგო ყველა თამაშის ტესტში. წააგო 3D Mark 05-ში, თუმცა ძველ პროცესორზე ოდნავ უკეთესი აღმოჩნდა 3D Mark 06-ში. Phenom X4 GP-7000 თითქოს ოდნავ უკეთესია SiSoft Sandra 2007-ში, მაგრამ საშინელ შედეგს აჩვენებს მეხსიერების ტესტებში - მისი სიჩქარე ძველი Athlon 64 X2 6400+-ის თითქმის ნახევარია...

ტესტების სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-11-2007, 12:51:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.